მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ შეცვლის 5.27 მილიარდის ახალი საგარეო ვალის აღება საქართველოს ვალის სტრუქტურას?

5fcce73b4661f
შოთა ტყეშელაშვილი
06.12.20 17:53
2713
მთავრობამ პარლამენტს 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის განახლებული პარამეტრები გაუგზავნა. მესამე წარდგენის დოკუმენტის თანახმად, მთავრობა მომდევნო წელს ხარჯებს 2.46 მილიარდი ლარით ზრდის, შედეგადაც ასიგნებების ჯამური მოცულობა 18.4 მილიარდ ლარს მიაღწევს. გაზრდილი ხარჯების დაფინანსების მთავარი წყარო მომდევნო წელსაც ახალი ვალის აღება იქნება, რაც 5.27 მილიარდი ლარით არის განსაზღვრული. ახალი ვალებიდან 1.45 მილიარდი ლარი საინვესტიციო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მიიმართება, ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტები 2.17 მილიარდი ლარი იქნება, ხოლო 1.65 მილიარი ლარით მთავრობა $500-მილიონიანი ევრობონდების რეფინანსირებას გეგმავს.

ბიუჯეტის პროქტის თანახმად, 5.27-მილიარდიანი ვალიდან 100% საგარეო ვალი იქნება და მომდევნო წელს მთავრობა შიდა ვალს არ აიღებს, ანუ არ მოხდება სახაზინო ვალდებულებებისა და სახაზინო ობლიგაციების გამოშვბა. შეგახსეენებთ, რომ 2020 წელს მთავრობამ შიდა ვალის სახით 1.85 მილიარდი ლარის მობილიზება მოახდინა. 2020 წელს საქართველოს მთავრობის ვალის მოცულობა 60%-იან ლიმიტს ასცდება და 60.8%-მდე გაიზრდება. ბიუჯეტის თანახმად, მთავრობა პირობას დებს, რომ ვალს 2024 წლისთვის მშპ-ის 57.6%-მდე შეამცირებს. 


რომელი წყაროებიდან იღებს საქართველო ახალ ვალებს:

ა) საქართველოში ენერგეტიკის სექტორის რეფორმის პროგრამის (IV) ფარგლებში საფრანგეთის განვითარების სააგენტოდან (AFD) მისაღები სახსრები – 172 მილიონი ლარის ოდენობით;

ბ) საქართველოში ენერგეტიკის სექტორის რეფორმის პროგრამის (პოლიტიკაზე დაფუძნებული სესხი-PBL IV) ფარგლებში გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკიდან (KfW) მისაღები სახსრები – 229 მილიონი ლარის ოდენობით;

გ) სექტორული განვითარების პროგრამა, თანამედროვე უნარები უკეთესი სამუშაო ადგილებისთვის ფარგლებში აზიის განვითარების ბანკიდან (ADB) მისაღები სახსრები - 162 მილიონი ლარის ოდენობით;

დ) წყალმომრაგებისა და წყალარინების სექტორის მდგრადი განვითარების პროგრამის ფარგლებში აზიის განვითარების ბანკიდან (ADB) მისაღები სახსრები - 271 მილიონი ლარის ოდენობით;

ე) მაკროფინანსური დახმარების (MFA) IV პროგრამის ფარგლებში ევროკავშირიდან (EU) მისაღები სახსრები – 286 მილიონი ლარის ოდენობით;

ვ) ფისკალური მდგრადობის და სოციალური დაცვის პროგრამის ფარგლებში აზიის განვითარების ბანკიდან (ADB) მისაღები სახსრები - 663 მილიონი ლარის ოდენობით;

ზ) COVID-19 პანდემიის კონტექსტში სოციალური უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკიდან (KfW) მისაღები სახსრები – 57 მილიონი ლარის ოდენობით;

თ) სსე-ს კორპორატიზაციისა და ენერგობაზრის რეფორმების პროგრამის ფარგლებში აზიის განვითარების ბანკიდან (ADB) მისაღები სახსრები - 331 მილიონი ლარის ოდენობით.

2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი ასევე ითვალისწინებს 2021 წელს დასაფარი სუვერენული ევრობონდის რეფინანსირებისთვის 1.656 მილიარდი ლარის მოცულობის ახალი ევრობონდის გამოშვებას.

2021 წლის ბოლოსთვის საქართველოს საგარეო ვალების სტრუქტურა ასეთი იქნება:

კრედიტების ნაშთი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიმართ:

  • მსოფლიო ბანკი (WB) - 6,689,701,000 ლარი;
  • აზიის განვითარების ბანკი (ADB) - 6,261,402,000 ლარი; 
  • ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) - 2,793,372,000 ლარი; 
  • ევროკავშირი (EU) - 820,893,000 ლარი; 
  • ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) - 781,278,000 ლარი; 
  • აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) - 721,070,000 ლარი; 
  • საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) - 694,270,000 ლარი; 
  • სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD) - 128,874,000 ლარი; 
  • ევროსაბჭოს განვითარების ბანკი (CEB) - 12,026,000 ლარი; 
  • სკანდინავიური გარემოს დაცვის საფინანსო კორპორაცია (NEFCO) - 8,717,000 ლარი;

კრედიტების ნაშთი ქვეყნების მიმართ:

  • გერმანია - 2,580,477,000 ლარი;
  • საფრანგეთი - 2,009,820,000 ლარი;
  • იაპონია - 685,506,000 ლარი;
  • რუსეთი - 94,826,000 ლარი;
  • ავსტრია - 57,141,000 ლარი;
  • ამერიკის შეერთებული შტატები - 43,573,000 ლარი;
  • ქუვეითი - 33,473,000 ლარი;
  • თურქეთი - 27,013,000 ლარი;
  • ყაზახეთი - 15,091,000 ლარი;
  • აზერბაიჯანი - 13,873,000 ლარი;
  • სომხეთი - 12,238,000 ლარი;
  • ირანი - 10,119,000 ლარი;
  • ჩინეთი - 1,512,000 ლარი;
  • თურქმენეთი - 699,000 ლარი;
  • ნიდერლანდი - 340,000 ლარი.

ევრობონდის ნაშთი - 1,656,850,000 ლარი;


შიდა ვალის ნაშთი:

  • საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებები - 600,000,000 ლარი; 
  • საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციები - 5,033,000,000 ლარი;
შიდა და საგარეო ვალის ჯამი - 32,111,495,000 ლარი

ბიუჯტის ხარჯვითი ნაწილის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ ბმულზე.