საქართველოს მოქალაქეებს ისრაელში ლეგალურად დასაქმების შესაძლებლობა მიეცემათ - აღნიშნულ საკითხზე საქართველოსა და ისრაელის მხარეებს შორის შეთანხმება გაფორმდა.
დროებითი დასაქმების შესახებ შეთანხმება 3 წლის ვადით არის მიღებული და მისი ამოწურვის შემდგომ 1 წლიანი პერიოდულობით მის გაგრძელებას ითვალისწინებს.
საკანონმდებლო მაცნეზე ამ შეთანხმების ტექსტი უკვე გამოქვეყნდა. დოკუმენტი განსაზღვრავს პროცედურებს და ვადებს, რომლითაც საქართველოს მოქალაქეებს ისრაელში დროებით დასაქმება შეეძლებათ. შეთანხმება ერთობლივი საკოორდინაციო კომიტეტის შექმნას და საქართველოს მოქალაქეთა სამშობლოში დაბრუნების პროცედურებს განსაზღვრავს.
"მუხლი 4. განხორციელების ზოგადი დებულებები
1. მხარეები თანხმდებიან, რომ საქართველოს მოქალაქეების დაქირავება ისრაელში დროებითი სამუშაოსთვის, თითოეულ კონკრეტულ სექტორში უნდა განხორციელდეს ერთობლივად, როგორც ეს მოცემულია განხორციელების ოქმებში და მათ დანართებში, თითოეული კონკრეტული სექტორისთვის.
2. განხორციელების ოქმებზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება თანამშრომელ ორგანოთა შორის ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, რომელიც გათვალისწინებულია დიპლომატიური არხებით დადასტურებული წერილობითი შეთანხმებით.
3. წინამდებარე შეთანხმების შესრულება და შემდგომში ნებისმიერი საქმიანობის განხორციელება მოცემული შეთანხმების ფარგლებში უნდა მოხდეს თითოეული მონაწილე სახელმწიფოს შესაბამისი მოქმედი კანონების, დადგენილებების, წესების, პროცედურებისა და მექანიზმების შესაბამისად.
მუხლი 5. მუშაკის ზოგადი კვალიფიკაციები
საქართველოს მთავრობამ თავისი სახელით უნდა უხელმძღვანელოს შესაბამის თანამშრომელ ორგანოს, რათა უზრუნველყოს, რომ ამ შეთანხმების საფუძველზე დროებით დასაქმებულ საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ ყველა საჭირო უნარი, ცოდნა და გამოცდილება შესაბამის სექტორში სამუშაოდ, ასევე, გაიარონ სამედიცინო შემოწმება, იყვნენ გონებრივად და ფიზიკურად ჯანმრთელი, ფლობდნენ შესაბამის ჯანმრთელობის ცნობას და არ ჰქონდეთ კრიმინალური წარსული, როგორც გათვალისწინებულია შესაბამის განხორციელების ოქმებში,"- ნათქვამია მხარეებს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში.
მართალია დასაქმების სექტორები შეთანხმების დანართით არის განსაზღვრული, თუმცა აღნიშნული დანართი საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნებული არაა.
როგორც საქართველოში ისრაელის ელჩმა რან გიდორმა BMG-ის ოქტომბრის დასაწყისში განუცხადა, სამუშაო ვიზების გაცემა ძირითადად დამხმარე მუშაკებზე, ხანდაზმულთა მომვლელებსა და სოციალურ მუშაკებზე მოხდება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის