მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ შეძლებთ სულ მცირე 1 დოლარით აქციებით ვაჭრობას? - არჩილ გაჩეჩილაძე ახალ პლატფორმაზე

61af66c981082
შოთა ტყეშელაშვილი
07.12.21 18:10
3778
“საქართველოს ბანკმა” შექმნა ახალი პლატფორმა, რომელიც მომხმარებელს ამერიკულ საფონდო ბირჟაზე ინვესტირების შესაძლებლობას აძლევს. ეს საქართველოში პირველი საინვესტიციო სისტემაა, რომელიც სულ მცირე $1 დოლარის ინვესტიციით მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს, დააბანდონ საკუთარი თანხა წამყვანი კომპანიების აქციებში.

“საქართველოს ბანკმა” პროექტი Galt & Taggart-ისა და ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია DriveWealth-ის სისტემის მეშვეობით განახორციელა.

მომხმარებელს წვდომა აქვს ნიუ-იორკისა (NYSE) და NASDAQ-ის ბირჟებზე არსებულ კომპანიებზე. “საქართველოს ბანკის” გენერალური დირექტორის არჩილ გაჩეჩილაძის განცხადებით, მომავალში მას ევროპული საფონდო ბირჟებიც დაემატება.

“დაზოგვის საშუალება არის არამხოლოდ ბანკებში არსებული დეპოზიტები, არამედ აქციებში ინვესტირებაც. დრომ აჩვენა, რომ ასეთი ტიპის ინვესტიციები შეიძლება მოკლე ვადაში რისკიანი იყოს, მაგრამ გრძელ ვადაში ბევრად უფრო მოგებიანია და საპენსიო დანაზოგებში და გრძელვადიან ჭრილში უკეთესია, რომ დანაზოგი მოხვდეს აქციებში. შესაბამისად, გვინდოდა, ეს უფრო ხელმისაწვდომი ყოფილიყო  მომხმარებლის დიდი ოდენობისთვის და ყოფილიყო მარტივი და იაფი. აქამდე აქციებში ინვესტირება იყო ძვირი და საკმაოდ ბევრ ადმინისტრაციულ ნაბიჯთან დაკავშირებული. დღეს კი, ეს უკვე სულ რამდენიმე თითის დაჭერასთან არის დაკავშირებული.

ესეც ახალი ტრენდია საცალო ინვესტირების მიმართულებით მთელ მსოფლიოში. მეტი ადამიანისთვის საჭიროა, რომ ეს პროცესი იყოს მარტივი და არ უკავშირდებოდეს კოლოსალურ თანხებს. არის აქციები, რომლებიც ერთი აქცია რომ იყიდო, 200,000 დოლარი და მეტიც უნდა გადაიხადო, მაგალითად Berkshire Hathaway-ის ან Google-ის აქციებიც საკმაოდ ძვირი ღირს, თუმცა ამ სისტემით ჩვენ პარტნიორ ორგანიზაციას აქვს გაკეთებული ისე, რომ თქვენ ყიდულობთ ერთი აქციის იმ წილს, რამდენ თანხასაც გადაიხდით,” - ამბობს არჩილ გაჩეჩილაძე.

“საქართველოს ბანკის” გენერალური დირექტორი განმარტავს, რომ ეს პროდუქტი ინვესტიციების თვალსაზრისით ანაბრების ალტერნატივადაც შეიძლება ჩაითვალოს და საცალო ინვესტირების სეგმენტი მსოფლიოში სულ უფრო პოპულარული და მოთხოვნადი ხდება.

ფასიან ქაღალდებში ინვესტირება - არჩილ გაჩეჩილაძე სტუმრად “საქმიან დილაში”