27.მარტი .2020 00:15

როგორ შეძლო სინგაპურმა კორონავირუსის გავრცელების შეჩერება?

როგორ შეძლო სინგაპურმა კორონავირუსის გავრცელების შეჩერება?
views 2102
უკან

სინგაპურმა გააკეთა ის, რაც მსოფლიოს მასშტაბით ბევრმა ქვეყანამ ვერ შეძლო: და შეაჩერა Covid-19-ის გავრცელება. ამ დროისთვის სინგაპურში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა 600 უტოლდება. დაკეტილია საზღვრები, თუმცა სასწავლო დაწესებულებები და ბიზნესი არ შეჩერებულა. ქვეყანამ ამ სრულყოფილებას მთავრობის მიერ შესრულებული მაღალტექნოლოგიური სათვალთვალო საშუალებების დახმარებით მიაღწია. ანუ შეიქმნა აპლიკაცია სმარტფონებისთვის TraceTogether, რომელიც Bluetooth-ის საშუალებით აკონტროლებს მომხმარებლების ადგილმდებარეობას და სიახლოვეს სხვა ადამიანებთან. ასევე აფრთხილებს მათ სხვასთან კონტაქტის დროს, გადატანილი აქვს თუ არა ამ ადამიანს კორონავირუსი, ან არის თუ არა რისკის ჯგუფში. ამის შესახებ BusinessInsider-ი წერს.

გარდა აპლიკაციისა, მთავრობა ასევე აფრთხილებს მოქალაქეებს და დღეში ორჯერ აგზავნის შეტყობინებებს, კორონავირუსით დაავადებულთა განახლებულ რაოდენობაზე, გავრცელების სავარაუდო მდებარეობებისა და რჩევების შესახებ, თუ როგორ დაიცვან თავი ინფექციისგან.

ამ მეთოდებით, მართალია ირღვევა კანონი კონფიდენციალურობის შესახებ, რომლის თანახმადაც იკრძალება ადამიანების ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის გაზიარება საავადმყოფოებში, მთავრობასა და მესამე მხარეებს შორის, თუმცა ინფექციის შეჩერების მიზნით, ეს შემთხვევა გამონაკლისად აღიარეს. გარდა ამისა, სინგაპურმა დიდი რაოდენობით ინვესტიცია ჩადო მკაცრი ტესტირების სისტემის ამოქმედების მიმართულებით, 1000-ზე მეტი ტესტირების კლინიკა დააარსა და ყველა ხარჯს თავად ფარავს. იმ დროს, როდესაც სხვა ქვეყნებს არ აქვს საკმარისი რაოდენობა ტესტების და მათ შეზღუდული რაოდენობით იყენებენ, მხოლოდ საავადმყოფოების პაციენტებისთვის და ექიმებისთვის.

ამიტომაც მსოფლიო დღეს უმეტესად ირჩევს სინგაპურის მაღალტექნოლოგიურ მოდელს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში, რომლის თანახმადაც ხდება მასობრივი და აგრესიული ტესტირება, იმისათვის, რომ მოხდეს ინფიცირებული ადამიანების იდენტიფიცირება და თვითიზოლაცია დროულად და ასევე მიმდინარეობს მუშაობა სხვადასხვა პრეპარატზე, რაც ბევრად გაუადვილებს მედიკოსებს ვირუსთან ბრძოლას.

შეგახსენებთ, რომ სინგაპური ერთ-ერთი პირველი ქვეყანა გახდა, სადაც ჩინეთის შემდეგ კორონავირუსი დაფიქსირდა. ქვეყანაში ვირუსი 66 წლის მამაკაცმა ჩაიტანა, რომელმაც 3 დღით ადრე ვუჰანის პროვინციაში იმოგზაურა.