29.მარტი .2020 16:00

როგორ შეძლო სინგაპურმა,კორეამ, ტაივანმა და ჰონგ-კონგმა COVID-19-თან გამკლავება? - კურაციოს კვლევა

views 2773
უკან

სინგაპური, სამხრეთ კორეა, ტაივანი და ჰონგ-კონგი COVID-19-თან ბრძოლის წინა ხაზზე ვირუსის გავრცელების ადრეულ ეტაპზევე მოხვდნენ. თუმცა, მათი მთავრობების მიერ გატარებული ზომების შედეგად ამ ქვეყნებში ვირუსის მნიშვნელოვანი ეპიდემიური აფეთქება თავიდან იქნა აცილებული.

“საერთაშორისო ფონდი კურაციო” ამ ქვეყნების გამოცდილების საფუძველზე დაყრდნობით აქვეყნებს კვლევას, იმის შესახებ თუ რა ნაბიჯების გადადგმა ამართლებს COVID-19-თან ბრძოლაში.

კურაციოს კვლევა - როგორ მოახერხეს COVID-19-ის გავრცელების შეჩერება ამ ქვეყნებმა:

ოთხივე ქვეყნის ჰონგ კონგი, სინგაპური, ტაივანი და სამხრეთ კორეა განსაკუთრებით მოწყვლადი იყო COVID-19– ის გამო, რადგან ისინი ახლოსაა და ახლო კავშირები აქვთ ჩინეთთან, სადაც დაიწყო გლობალური ეპიდემია. წინა ეპიდემიების (2003 წლის SARS და 2009 წლის პანდემიური გრიპისგან) მიღებული გამოცდილების გამო, ქვეყნები კარგად იყვნენ მომზადებული რეაგირებისთვის ადრეულ ჩარევებზე.

ჰონგ კონგმა დააწესა ძალიან მკაცრი ზომები და შემოიღო სოციალური დისტანცირება, კონტაქტების ადრეული კარანტინიზაციით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეაგირების სხვა ქმედები. დაიხურა სკოლები და სამუშაო ადგილები, დაინერგა ინტენსიური ტესტირება. ქვეყანამ გამოიყენა ინოვაციური ტექნოლოგიები კონტაქტების მოძიებაში კერძოდ, ელექტრონული სამაჯურების გამოყენება.

ტაივანის წარმატებები ეპიდემიის კონტროლში უპირატესად გამოწვეული იყო სოციალური დისტანცირებით. ტაივანმა შეაჩერა ფრენები თუმცა უფრო მოგვიანებით ვიდრე დანარჩენმა სამმა ქვეყანამ მაგრამ ადრეულად დაიწყო სოციალური დისტანცირების აქტივობები (სკოლის დახურვა, ბინაზე კარანტინის ჩათვლით) სააღსრულებო ზომებით.

სამხრეთ კორეამ განსხვავებული მიდგომა გამოიყენა. რამდენიმე კლასტერიდან ინფექციის ადგილობრივი ფართოდ გავრცელების საპასუხოდ, ქვეყანამ დაიწყო აქტიური კონტაქტის ძიება, ინფიცირებული პირების ადრეული იდენტიფიცირება და მათი იზოლაცია. სამხრეთ კორეა ერთადერთი ქვეყანა იყო, რომელმაც დაიწყო მასობრივი ტესტირება ეპიდემიის დონის დასადგენად. სხვა ზომებში შედის საზღვრის ჩაკეტვა, სოციალური დისტანცირების ქმედებები, როგორიცაა სკოლა და სამუშაო ადგილები დახურვა და მასობრივი შეკრებების გაუქმება. ღონისძიებები ადმინისტრაციული ჯარიმით იქნა აღსრულებული.

სინგაპურმა გაატარა მრავალმხრივი ზომები COVID-19 ეპიდემიის შესაკავებლად. სასაზღვრო კონტროლისა და საზოგადოების განათლებისა ზომებთან ერთად, ქვეყანამ განახორციელა ზედამხედველობა მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფში, პაციენტების იზოლაცია, კონტაქტების კარანტინი და აქტიური მონიტორინგი. შეთხვევთა მცირე რაოდენობამ შესაძლებელი გახადა ქმედებები ინდივიდუალურ დონეზე ჩატარებულიყო, რაც ეფექტური იყო ეპიდემიის გავრცელების შეჩერებაში.

სწრაფი ქმედებები

სინგაპური, ტაივანი, ჰონგ-კონგი და სამხრეთ კორეა კარგად იყვნენ მომზადებულნი Covid-19–ის ეპიდემიისათვის, რაც ამ ქვეყნების მიერ 2003 წელს SARS–ის ეპიდაფეთქების დროს მიღებულ გამოცდილებას უკავშირდება. ოთხივე ქვეყნის მთავრობებმა იმოქმედეს პროაქტიურად და სწრაფად გადავიდნენ გაძლიერებული მზადყოფნის ეტაპზე. სახელმწიფოებრივ დონეზე რეაგირება იყო კარგად კოორდინირებული და მართული სამთავრობო სტრუქტურების, საჯარო და კერძო ორგანიზაციებისა და მოსახლეობის დონეზე.

ქალაქ უჰანში (ჩინეთი) უცნობი ვირუსის გამოვლენის შესახებ ცნობების გავრცელების კვალდაკვალ ქვეყნებმა აამოქმედეს ეპიდემიისადმი მზადყოფნის გეგმები და სწრაფად გაატარეს უარყოფითი ზეგავლენის შემარბილებელი ზომები.

საფუძვლიანი გამოვლენა, მკაცრი კარანტინი და იზოლირება

ჰონგ-კონგმა, ტაივანმა და სინგაპურმა პროაქტიულად შემოიღეს მგზავრობის შეზღუდვები მატერიკული ჩინეთიდან ჩამომსვლელი პირებისათვის, რაც ეწინააღმდეგებოდა ჯანმო-ს მყარ რეკომენდაციას, რომ საერთაშორისო მიმოსვლაზე აკრძალვების დაწესება აუცილებლობას არ წარმოადგენდა.

სინგაპური იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც შეაჩერა რეისები უჰანიდან. ქვეყანაში დაბრუნებულ მოქალაქეებს უშვებდნენ 14 დღიან იძულებით შვებულებაში. დადასტურებულ შემთხვევებში ხდებოდა ყველა ეპიდემიოლოგიური კონტაქტის იდენტიფიცირება მათი საგულდაგულო მოკვლევის მეშვეობით (სამართალდამცავი ძალების მონაწილეობით) და ახლო კონტაქტების სავალდებულო კარანტინში მოთავსება. შემოღებულ იქნა მასობრივი ტემპერატურული სკრინინგი ოფისების, სკოლების, სასტუმროების, საზოგადოებრივი ცენტრებისა და საკულტო ადგილების შესასვლელებში (Barron, 2020; Niehus, Salazar, Taylor, & Lipsitch, 2020; Wong et al., 2020). საკარანტინო წესების დარღვევისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 7,300 აშშ დოლარის ოდენობამდე.

ჰონგ-კონგმა სწრაფად მოახდინა საკუთარ ტერიტორიაზე თითოეული ინფიცირებული პირის გამოვლენისათვის საჭირო სისტემების გამართვა. შეიქმნა დიაგნოსტიკური ტესტები, რომლებიც სწრაფად დაინერგა ქალაქის ყველა მსხვილ საავადმყოფოში. მოხდა დასასვენებელი ბანაკებისა და ახლად აშენებული, ჯერ კიდევ თავისუფალი სახელმწიფო საბინაო ფონდის საკარანტინო ობიექტებად გამოყენება. ჰონგ-კონგში საკარანტინო ღონისძიებების აღსრულების მიზნით მარტის შუა რიცხვებიდან გამოიყენება ელექტრონული სამაჯურები.

ტაივანში ჩინეთიდან რეისები დაუყოვნებლივ არ გაუქმებულა, თუმცა შემოღებულ იქნა მგზავრების სკრინინგი. ქვეყანაში ძირითადად გამოიყენებოდა კარანტინი სახლის პირობებში. ცალკეულ პირებზე მეთვალყურეობა ხორციელდებოდა მობილური ტელეფონების მეშვეობით. მთავრობამ მობილური ტელეფონები გადასცა მათ, ვისაც ეს ესაჭიროებოდა, იმის უზრუნველსაყოფად, რომ ინკუბაციური პერიოდის განმავლობაში ადამიანები დარჩენილიყვნენ სახლში გამოკეტილები. ამოქმედდა უფასო ცხელი ხაზის ნომრები, რომლებზეც ადამიანები ახდენდნენ საკუთარი ან სხვა ადამიანების ინფიცირების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას. წესების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფო ორგანოებმა შემოიღეს იძულების მკაცრი ღონისძიებები, მათ შორის ჯარიმები 33,000 აშშ დოლარის ოდენობამდე.

სამხრეთ კორეამ ეპიდემიოლოგიური კონტაქტების მოძიების მიზნით გამოიყენა ახალი მეთოდები, მათ შორის სამედიცინო დაწესებულებების დოკუმენტაციის შემოწმება, ტელეფონების ბაზაზე არსებული გლობალური პოზიციონირების სისტემა (GPS), საბარათე ტრანსაქციების ისტორია და ვიდეო სამეთვალყურეო სისტემები. კონტაქტების კვლევის შედეგად მიღებულ იქნა ზუსტი ინფორმაცია ექსპოზიციის ადგილის, ხანგრძლივობისა და დეტალური გარემოებების შესახებ, რამაც შეამცირა პაციენტის მარშრუტის გამორჩენილი მონაკვეთების რაოდენობა, რომლებიც გახსენების ან დათანხმების სისტემატური შეცდომებით იყო განპირობებული. უკანასკნელ დღეებში განვითარებული მდგომარეობის საპასუხოდ სამხრეთ კორეამ გაამკაცრა კონტროლი აშშ-დან შემოსულ მგზავრებზე, როგორიცაა ყველა მგზავრის ტესტირება და უარყოფითების მოთავსება 14 დღიან თვითიზოლაციაში.

ოთხივე ქვეყანამ გააძლიერა ლაბორატორიული ზედამხედველობა შემთხვევათა ფართო გამოვლენის მიზნით. ჰონგ-კონგში თავდაპირველად კვლევა უტარდებოდა პნევმონიის მქონე პაციენტებს, რომლებიც არ იყვნენ ლაბორატორიულად დიაგნოსტირებული. შემდგომ კვლევებით მოცული იქნა პნევმონიის მქონე ყველა ჰოსპიტალიზებული პაციენტი, ასევე - ამბულატორიული პაციენტებისა და გადაუდებელი დახმარების განყოფილებებში მოხვედრილი პირების მიზანმიმართულად შერჩეული პროცენტული რაოდენობა. მთლიანობაში ერთი დღე-ღამის განმავლობაში ტესტირება უტარდებოდა დაახლოებით 1500 ადამიანს.

ჩინეთში ახალი ვირუსის გამოვლენიდან მესამე დღიდან სინგაპურის ჯანდაცვის სამინისტრომ მეთვალყურეობა დაწესდა საავადმყოფოებსა და პირველადი ჯანდაცვის რგოლში პნევმონიის შემთხვევებზე, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოთავსებულ მძიმე ავადმყოფებსა და სავარაუდო ინფექციური პათოლოგიით გარდაცვალების შემთხვევებზე, ასევე - პირველადი ჯანდაცვის სენტინელურ (საყრდენ) სადგურებში რეგისტრირებული გრიპისმაგვარი დაავადების შემთხვევებზე. ექიმებს ასევე მიეცათ საშუალება, გამოეკვლიათ პაციენტები, რომელთაც ისინი კლინიკური ნიშნების ან ეპიდემიოლოგიური მიზეზების გამო საეჭვოდ მიიჩნევდნენ. ტაივანში ტესტირება უტარდებოდათ მძიმე რესპირატორული სინდრომის მქონე პაციენტებს, რომელთა ლაბორატორიული გამოკვლევის პასუხი გრიპის ვირუსზე იყო უარყოფითი.

თავის მხრივ, სამხრეთ კორეამ გამოიყენა განსხვავებული მიდგომა და ქალაქების ჩაკეტვის ნაცვლად წამოიწყო მოქალაქეთა მასიური უფასო ტესტირება, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა პაციენტთა ადრეული გამოვლენა და მათი კარანტინში მოთავსება. ტესტირების მიმართ შემოქმედებითი მიდგომა გამოიხატა, მათ შორის, ქვეყნის მასშტაბით ავტომანქანიდან ჩამოუსვლელად მომსახურების (ადამიანთა ტესტირება მათსავე ავტომანქანებში) 50 სადგურის გახსნაში, სადაც მთლიანი პროცედურის გავლას მხოლოდ 10 წუთი ესაჭიროება. ტესტირების შედეგები ხელმისაწვდომი ხდება რამდენიმე საათში. ქვეყანაში არსებობს სიმძლავრეები, რათა კერძო ლაბორატორიების აქტიური ჩართულობით, რომელთა წილიც ქვეყნის ლაბორატორიულ სიმძლავრეთა 90%-ს შეადგენს, დღე-ღამის განმავლობაში დამუშავდეს 15000-მდე დიაგნოსტიკური ტესტირების შედეგი. საერთო ჯამში, ჩატარდა 200000 ლაბორატორიული გამოკვლევა, რის შედეგადაც დადასტურებულ შემთხვევათა რიცხოვნება აღმოჩნდა რიგით მესამე ადგილზე ჩინეთისა და იტალიის შემდეგ.

სოციალური (ფიზიკური) დისტანცირება და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ღონისძიებები

სინგაპურში არ დაიხურა სკოლები და არ გატარდა სოციალური დისტანცირების სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებები იმდენად, რამდენადაც არ არსებობდა მტკიცებულებები მოსახლეობაში ვირუსის ინტენსიური გადაცემის თაობაზე (Lee, Chiew, & Khong, 2020). დაიხურა მხოლოდ მასობრივი თავშეყრის ადგილები.

ტაივანში (24 იანვრიდან 23 მარტის პერიოდში) სკოლების მუშაობა შეჩერდა გარკვეული ვადით, შემდეგ კი - ისევ განახლდა. მასობრივი ღონისძიებების ორგანიზატორებს მოუწოდებდნენ, რათა მათ გადაედოთ ან გაეუქმებინათ ეს ღონისძიებები; მსახურება შეაჩერეს ცალკეულმა რელიგიურმა დაწესებულებებმა.

სამხრეთ კორეაში გატარდა შედარებით რბილი პოლიტიკა, რაც გულისხმობდა ადამიანთა ნებაყოფლობით იზოლაციას და ეპიდსაწინააღმდეგო ზომების შესახებ მოქალაქეთა პრაქტიკულად რეალური დროის რეჟიმში ინფორმირებას(Strother, 2020). მსხვილი შენობების შესასვლელებში განთავსდა სკანერები ტემპერატურის კონტროლისთვის, ლიფტებში განთავსდა ხელის სადეზინფექციო საშუალებები. მეტროსადგურების შესასვლელებთან სპეცტანსაცმელში გამოწყობილი პირები ახსენებდნენ ადამიანებს, რომ საჭიროა ხელების დაბანა.

ჰონგ-კონგმა ასევე განახორციელა მასშტაბური ღონისძიებები სოციალური დისტანცირების წასახალისებლად. საჯარო მოხელეების დიდმა რაოდენობამ მიიღო შეთავაზება, ემუშავათ სახლიდან შემდეგი თვის განმავლობაში. მასობრივი ღონისძიებების უმეტესობა გაუქმდა ან გადაიდო. ყველა საბავშვო ბაღი და სკოლა დაიკეტა გვიან აპრილამდე (2020 წლის 20 აპრილი).

ეფექტური კომუნიკაცია

ოთხივე ეს ქვეყანა ცდილობდა, ყოველდღიურად მიეწოდებინა დროული, გამჭვირვალე და ზუსტი ინფორმაცია. ჯანდაცვის სამინისტროები უზრუნველყოფდნენ განახლებული ცნობების ყოველდღიურ მიწოდებას და პრეს-კონფერენციების მოწყობას ექსპერტებისა და ჯანდაცვის სექტორის სხვა წარმომადგენლების მონაწილეობით.

ვინაიდან კომუნიკაციის ტრადიციული სტრატეგიები არ იყო საკმარისი, ქვეყნებმა გამოიყენეს კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალება (სოციალური მედია, ბეჭდური მედია, პლაკატები და ვიდეორგოლები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში) მოსახლეობის დროული ინფორმირებისა და პროფილაქტიკის სტრატეგიების შესახებ რჩევების მისაცემად. განცხადებები მოიცავდა შეტყობინებებს ხელების რეგულარულად დაბანის შესახებ, თუ როდის, სად და როგორ უნდა ხდებოდეს ნიღბების გამოყენება, ასევე იმ საფრთხესთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება ნიღბების დასაწყობებას, რომ ისინი შესაძლოა გახდეს დეფიციტური პაციენტებთან პირდაპირ შეხებაში მყოფი სამედიცინო მუშაკებისათვის.

სამხრეთ კორეის ცალკეულ რაიონებში COVID-19-ის შემთხვევების თაობაზე მოსახლეობის ინფორმირებისათვის გამოყენებულ იქნა განგაშის სისტემა. შეტყობინებებში ხდებოდა იმ ადგილების იდენტიფიცირება, სადაც პაციენტი დიაგნოზის დასმამდე იმყოფებოდა, შესაბამისი დროის მითითებით. ვრცელდებოდა მოწოდება, რომ ნებისმიერ პირს, რომელიც შესაძლოა შეხებაში ყოფილიყო ამ პაციენტთან, ჩაეტარებინა დაუყოვნებელი ტესტირება.

სინგაპურში ეპიდემიური განგაშის დონის აწევის შესახებ საჯარო განცხადებამ მოსახლეობაში გამოიწვია პანიკა, რომლის ეფექტური მართვა მოხდა პრემიერ მინისტრის უშუალო ჩართულობით. ტაივანში მოსახლეობასთან კომუნიკაციაში პირადად იყო ჩართული ქვეყნის ვიცე პრეზიდენტი, რომელიც გამოჩენილი ეპიდემიოლოგია.

ეკონომიკური პასუხი

სინგაპურში სახელმწიფო თვითდასაქმებულ პირებს ან დამსაქმებელს, თუ პაციენტი სახელფასო მასთან სახელფასო ანაზღაურებას ღებულობს, სთავაზობს დღეში 100 სინგაპურულ დოლარს (73 აშშ დოლარი), ხოლო დამსაქმებლებს ეკრძალება საკარანტინო დღეების ხარჯზე პერსონალის ყოველწლიური შვებულების შემცირება. ტაივანის ეპიდემიის მართვის ცენტრმა აქტიური როლი შეასრულა რესურსების გადანაწილებაში, მათ შორის ნიღბების ფასის დაფიქსირებასა და ნიღბების წარმოების გაზრდის მიზნით სახელმწიფო სახსრებისა და სამხედრო პერსონალის გამოყენებაში. სამხრეთ კორეის ლიდერმა დადო პირობა, რომ ქვეყანაში არსებული კრიზისის გადასალახად 25 მილიარდი დოლარი იქნება გამოყოფილი.

ჯანდაცვის სისტემის მზადყოფნა
სამედიცინო პირების უსაფრთხოება

ინფექციის კონტროლის ღონისძიებები 
  • ზედა სასუნთქი გზების მხრივ სიმპტომების მქონე სამედიცინო პერსონალის სამუშაოზე არდაშვება მაშინაც კი, თუ მათ ცხელება არ აღენიშნებათ (Klompas, 2020). 
  • საავადმყოფოებში ხელების სანიტარული დამუშავების წესების დაცვის რეგულარული შეფასება; 
  • კლინიკის ტერიტორიაზე მყოფი თითოეული სამედიცინო მუშაკის, პაციენტის და ვიზიტორის ქირურგიული ნიღბით უზრუნველყოფა; 
  • პაციენტებს შორის სულ მცირე 1 მეტრიანი დისტანციის დაცვის უზრუნველყოფა. 
  • წინა ხაზზე მომუშავე სამედიცინო პერსონალის დაცვა. 
  • უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები ზედა სასუნთქი გზების მდგომარეობის მართვაში ჩართული ინტენსიური თერაპიის ბლოკის თანამშრომლებისათვის მომუშავე პერსონალის. 
  • ბოქსირებული პალატების გამოყენება 
  • ბოქსირებული პალატების არქონის შემთხვევაში არაინვაზიური ვენტილაციისა და მაღალი წნევით ოქსიგენაციისაგან თავის შეკავება (47). ეს ახდენს გავლენას ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატების საჭირო რაოდენობაზე, რაც უნდა იყოს გათვალისწინებული ამ აპარატების საჭირო რაოდენობის გაანგარიშებისას.

ტრიაჟი

(ჩინეთის მაგალითი)

უფასო ონლაინ კლინიკა, რომელიც მუშაობდა 24 საათის განმავლობაში პაციენტთა ტრიაჟის მხარდასაჭერად. უფასო ონლაინ კონსულტაციის მეშვეობით, საავადმყოფო ახდენდა გადაუდებელი
მკურნალობის აუცილებლობის წინასწარ შეფასებას, ურჩევდა გეგმიურ პაციენტებს, გადაედოთ საავადმყოფოში ვიზიტი ან მიემართათ სხვა არაეპიდემიური პროფილის სავადმყოფოებისთვის, უტარებდა
ინსტრუქტაჟს თვითიზოლაციაში მყოფ ნაკლებად საეჭვო პაციენტებს და სთხოვდა დაავადებაზე მეტად საეჭვო პაციენტებს, მიემართათ განსაზღვრული საავადმყოფოსათვის. ონლაინ კლინიკამ ეფექტურად
უზრუნველყო საავადმყოფოს დატვირთვის შემცირება და ხელი შეუწყო შესაძლო შემთხვევების ადრეულ გამოვლენას. (ჩინეთი).

გადაუდებელი დახმარების განყოფილების პერსონალი ახდენდა შემოსული კონტინგენტის ტრიაჟს დაავადებაზე მეტად საეჭვო, ნაკლებად საეჭვო და სხვა პროფილის პაციენტებად და აძლევდა მითითებებს სხვადასხვა კატეგორიის პაციენტებს, დაეცვათ სპეციალური წესები გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში შესვლის და განყოფილების შიდა სივრცის მაღალი და დაბალი რისკის ზონებად დაყოფისათვის. საეჭვო პაციენტებისათვის საავადმყოფოში გამოიყო დამოუკიდებელი ცხელებითი კლინიკის პალატები, ცხელებითი ობსერვაციული პალატები და კომპიუტერული ტომოგრაფიით გამოსაკვლევი პაციენტების პალატები. რაოდენობრივი რევერსული ტრანსკრიპციის პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციით (QRT-PCR) და / ან კომპიუტერული ტომოგრაფიით დადასტურებული დიაგნოზის მქონე პაციენტები თავსდებოდნენ საკარანტინო პალატაში, ხოლო პაციენტები, ვისთანაც ხდებოდა დაავადების გამორიცხვა, გადაჰყავდათ სხვა განყოფილებაში ან ისინი ეწერებოდნენ ბინაზე. გადაუდებელი დახმარების განყოფილების ზონებად დაყოფისა და ტრიაჟის სისტემამ შეამცირა ინფექციის ჯვარედინი გადაცემა, როგორც პაციენტების, ისე გადაუდებელი დახმარების განყოფილების პერსონალის საქმიანობის არეალის შეზღუდვის მეშვეობით.

გადაუდებელი დახმარების განყოფილების საჭიროებებს მიენიჭა ყველაზე მაღალი პრიორიტეტი. საავადმყოფომ მოახდინა მართვის ეფექტური სისტემის ჩამოყალიბება, დანერგა კოორდინირების ეფექტური მექანიზმები, გადაუდებელი დახმარების განყოფილება უპირატესი წესით მოამარაგა ინდივიდუალური დაცვის საშუალებებითა და სამედიცინო მოწყობილობებით, განახორციელა გადაუდებელი დახმარების განყოფილების ტრიაჟისა და მაღალი რისკის ზონის სამედიცინო პერსონალის ინდივიდუალური დაცვის სტანდარტული საშუალებებით აღჭურვა, გააუქმა ან გადადო პაციენტთა გეგმიური ვიზიტები და ოპერაციები და გადაუდებელი დახმარების განყოფილებას მიამაგრა საავადმყოფოს სხვა განყოფილებების დამხმარე პერსონალი. ამ ზომების მეშვეობით მოხერხდა საავადმყოფოს მეშვეობით მიწოდებული შეზღუდული მარაგების იმ თანამშრომლებზე კონცენტრირება, რომლებიც ყველაზე მეტად საჭიროებდნენ დაცვას.

სხვა მაგალითები

24 საათიან რეჟიმში მომუშავე ცხელი ხაზი, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება პაციენტთა კონსულტირება დაავადების მართვის საკითხებში, მაღალი რისკის მქონე პაციენტების იდენტიფიცირება და წინასწარ განსაზღვრულ სამედიცინო დაწესებულებებში რეფერალი (სამხრეთ კორეა);

უსიმპტომო ან მსუბუქი ფორმით მიმდინარე დაავადების მქონე პირების თვითკარანტინში მოთავსება და სმარტფონის აპლიკაციის ან რეგულარული სატელეფონო ზარების მეშვეობით მათი დისტანციური მონიტორინგი / კონტროლი (სამხრეთ კორეა);

მსუბუქი ფორმით მიმდინარე დაავადების მქონე პირების რეზიდენტულ ცენტრებში ან ბინაზე მკურნალობა სტაციონარული საწოლის გათავისუფლებამდე. სტაციონარული საწოლის გათავისუფლების შემთხვევაში სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ დაავადებული პირის გადაყვანა ბოქსირებული პალატების მქონე სტაციონარში (სამხრეთ კორეა);

ყველა ვიზიტორის სკრინინგი რესპირატორულ სიმპტომებზე, რომლებიც შეიძლება უკავშირდებოდეს ვირუსულ ინფექციას, როგორიცაა, მათ შორის, ცხელება, მიალგია, ფარინგიტი, რინორეა და ხველა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსწორებამდე მათი ვიზიტის გამორიცხვა; 2) ჯანდაცვის მუშაკთა მუშაობის შეზღუდვა, თუ მათ აქვთ რაიმე ზედა სასუნთქი გზების დაავადების სიმპტომები, თუნდაც ცხელების არარსებობის შემთხვევაში; და 3) სკრინინგის ჩატარება ყველა პაციენტში, პაციენტებში, რომლებსაც აქვთ დადებითი სკრინინგის შედეგი, მიუხედავად დაავადების სიმძიმისა, სიფრთხილის ზომების გამოყენება (ერთჯერადი ოთახი, უსაფრთხოების ზომების დაცვა, წვეთოვანი გზით ინფექციის გადაცემის სიფრთხილის ზომები და თვალის დაცვა) და პაციენტებში, რომლებსაც აქვთ რესპირატორული სინდრომი ტესტის შედეგის მიუხედავად.

ეკონომიკური პრობლემები

ეპიდემიის შეკავების ღონისძიებების გატარება ეკონომიკურ ტვირთის წარმოქმნასთან არის ასოცირებული. ჩინეთისა, სამხრეთ კორეისა და ტაივანის გამოცდილება ცხადყოფს, რომ მოკლევადიან პერიოდში ეპიდემიის შეკავება შესაძლებელია. დრო აჩვენებს, თუ რამდენად არის შესაძლებელი მისი შეკავება გრძელვადიან პერიოდში.