მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ შეიცვალა 1 კვ.მეტრის ღირებულება 5 წელში თბილისის სხვადასხვა უბანში

60925705113d4
შოთა ტყეშელაშვილი
06.05.21 10:15
1534
ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც ბოლო 5 წლის განმავლობაში თბილისის უბნებში საცხოვრებელი უძრავი ქონების ცვლილებას ასახავს.

2021 წლის მარტის მდომარეობით, კვადრატული მეტრის ფასი ყველაზე მაღალი მთაწმინდაზეა, სადაც 1 კვ. მეტრი $1281 დოლარს შეადგენს. 2016 წლის მარტთან შედარებით ყველაზე მეტად სწორედ მთაწმინდაზე არსებული უძრავი ქონების ღირებულება არის გაზრდილი. 5 წლის განმავლობაში მთაწმინდაზე ერთი კვადრატულის ღირებულება საშუალოდ $224 დოლარით ანუ 21%-ით გაიზარდა.

ISET-ის თანახმად, ფასების ზრდა ფიქსირდება ყველა უბანში გარდა საბურთალოსი, სადაც 2016 წლის მარტში ერთი კვადრატული საშუალოდ $910 დოლარი ღირდა, ამჟამად კი $901 ღირს. 

გლდანში ერთი კვადრატული მეტრის ღირებულება ბოლო 5 წელში $90 დოლარით გაიზარდა და $659 დოლარს შეადგენს. ყველაზე ხელმისაწვდომი უძრავი ქონება კი კვლავ სამგორის რაიონშია, სადაც კვადრატული მეტრი $622 დოლარი ღირს. უკანასკნელ 5 წელში სამგორში კვადრატული მეტრის საფასური $67 დოლარით გაიზარდა.

როგორ შეიცვალა უძრავი ქონების ღირებულება თბილისის უბნებში ბოლო 5 წელიწადში:

მთაწმინდა - ფასი ამჟამად $1,281 , ფასი 2016 წელს - $1,057 მატება - $224 , ცვლილება პროცენტულად - 21%
ვაკე - ფასი ამჟამად $1,159 , ფასი 2016 წელს - $1,003 მატება - $156 , ცვლილება პროცენტულად - 16%
კრწანისი - ფასი ამჟამად $956 , ფასი 2016 წელს - $800 მატება - $156 , ცვლილება პროცენტულად - 20%
საბურთალო - ფასი ამჟამად $901 , ფასი 2016 წელს - $910 კლება - -$9 , ცვლილება პროცენტულად - -1%
ჩუღურეთი - ფასი ამჟამად $899 , ფასი 2016 წელს - $788 მატება - $111 , ცვლილება პროცენტულად - 14%
დიდუბე - ფასი ამჟამად $837 , ფასი 2016 წელს - $803 მატება - $34 , ცვლილება პროცენტულად - 4%
ისანი - ფასი ამჟამად $790 , ფასი 2016 წელს - $665 მატება - $125 , ცვლილება პროცენტულად - 19%
ნაძალადევი - ფასი ამჟამად $691 , ფასი 2016 წელს - $614 მატება - $77 , ცვლილება პროცენტულად - 13%
გლდანი - ფასი ამჟამად $659 , ფასი 2016 წელს - $569 მატება - $90 , ცვლილება პროცენტულად - 16%
სამგორი - ფასი ამჟამად $622 , ფასი 2016 წელს - $555 მატება - $67 , ცვლილება პროცენტულად - 12%

საბურთალოზე ფასის შემცირება შესაძლოა გამოწვეული იყოს იმით, რომ ეს საკმაოდ დიდი ზომის უბანია და მასში სხვადასხვა საფასო სეგმენტზე გათვლილი განსხვავებული უძრავი ქონება შენდება. შესაბამისად, თუკი უბნის ტერიტორიაზე შედარებით დაბალ საფასო სეგმენტზე გათვლილი უძრავი ქონება შენდება, ეს რაიონში უძრავი ქონების საშუალო ფასზეც ახდენს გავლენას.