მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ შეიცვალა 10 უმდიდრესი ადამიანის ქონება წელს? – Bloomberg-ის რეიტინგი

5f4127e0eae4a
თამთა ჯიჯავაძე
22.08.20 18:37
1735
Bloomberg-მა უმდიდრესი 500 ადამიანის ქონების შესახებ მონაცემები განაახლა. რეიტინგის მიხედვით, 
უმდიდრესი ათი ადამიანის ქონება წელს ასე შეიცვალა:

1. ჯეფ ბეზოსი – ამჟამად მისი ქონება $193 მილიარდს შეადგენს; წინა წელთან შედარებით $78.5 მილიარდით გაზრდილია.
2. ბილ გეითსი – ამჟამად მისი ქონება $122 მილიარდს შეადგენს; წინა წელთან შედარებით $8.9 მილიარდით გაზრდილია.
3. მარკ ცუკერბერგი – ამჟამად მისი ქონება $101 მილიარდს შეადგენს; წინა წელთან შედარებით $22.8 მილიარდით გაზრდილია.
4. ელონ მასკი – ამჟამად მისი ქონება $96.8 მილიარდია; წინა წელთან შედარებით $69.2 მილიარდით გაზრდილია.
5. ბერნარ არნო – ამჟამად მისი ქონება $82.3 მილიარდია; წინა წელთან შედარებით $23 მილიარდითაა შემცირებული.
6. უორენ ბაფეტი – ამჟამად მისი ქონება $78.4 მილიარდია; წინა წელთან შედარებით $10.8 მილიარდითაა შემცირებული.
7. მაკეშ ამბანი – ამჟამად მისი ქონება $78.2 მილიარდია; წინა წელთან შედარებით $19.6 მილიარდითაა გაზრდილი.
8. სტივ ბალმერი – ამჟამად მისი ქონება $76.6 მილიარდია; წინა წელთან შედარებით $18.5 მილიარდითაა გაზრდილი.
9. ლარი პეიჯი – ამჟამად მისი ქონება $75 მილიარდია; წინა წელთან შედარებით $10.4 მილიარდითაა გაზრდილი.
10. სერგეი ბრინი – ამჟამად მისი ქონება $72.7 მილიარდია; წინა წელთან შედარებით $10 მილიარდითაა გაზრდილი.

Bloomberg-ი 500 უმდიდრესი ადამიანის ქონების ცვლილებასა და რეიტინგს ყოველდღიურად ნიუ-იორკის ბირჟაზე ვაჭრობის შედეგად ითვლის.

აღსანიშნავია, რომ უმდიდრეს 500 ადამიანს შორის ბიძინა ივანიშვილი 410-ე ადგილს იკავებს. მისი ქონება მიმდინარე წლის განმავლობაში $25 მილიონით შემცირდა და $5.45 მილიარდი შეადგინა.