2019 წელს მხოლოდ აშშ-ში 6,7 მილიონი ავტოსაგზაო შემთხვევა აღირიცხა, რომელმაც 36,096 ადამიანის სიკვდილი გამოიწვია. თუკი “ვიზუალ კაპიტალისტს” დავუჯერებთ, არსებული მაჩვენებელი გაცილებით უარესი იქნებოდა, რომ არა უსაფრთხოების ღვედები, ე.წ. აირბაგები და ავტომობილის უსაფრთხოების სხვა თანამედროვე მოწყობილობები.
ამერიკის სატრანსპორტო ბიუროს მონაცემებით, რომელიც ყოველ 100 მილიონ მილზე დაღუპულთა რაოდენობას აჩვენებს, 1960 წლის მაჩვენებელი 78%-ით შემცირდა.
ავტომობილების მიერ ყოველწლიურად გავლილი მილების საერთო რაოდენობა 1960-დან 2019 წლის ჩათვლით მთლიანობაში 371%-ით გაიზარდა. ამასობაში, ამერიკის სატრანსპორტო ბიუროს მონაცემებით, ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 78%-ით შემცირდა. და მაინც, რა არის ის მნიშვნელოვანი მიღწევები ავტოინდუსტრიაში, რომელმაც საზარელი სტატისტიკის ამგვარად შეცვლა შეძლო?
უსაფრთხოების ღვედი
მისი გამოგონება მანქანის უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად მთავარი ნაბიჯი იყო, განსაკუთრებით იმის გამო, რომ სწორედ ღვედის დამსახურებით დღესდღეობით მძღოლებს ავტომობილების მართვა უფრო მაღალი სიჩქარით შეუძლიათ. საინტერესო ისაა, რომ თავდაპირველად ღვედი მხოლოდ წელზე იკვრებოდა. თუმცა, მალევე დიზაინმა ცვლილება განიცადა, რადგანაც ის ადამიანის სხეულის ზედა ნაწილს ადგილზე შეჯახების დროს არ იცავდა. უსაფრთხოების ღვედის დღევანდელი დიზაინი "ვოლვოს" ინჟინერის იდეა იყო. ღვედს ახლა უკვე მხრის ქამარიც აქვს, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევის დროს სხეულის ზედა ნაწილს ამაგრებს. საგულისხმოა, რომ "ვოლვოს" მრავალი წელი დასჭირდა იმისთვის, რომ საზოგადოება ღვედის გამოყენების აუცილებლობაში დაერწმუნებინა.
აირბაგი
კიდევ ერთ მნიშვნელოვან მიღწევად ე.წ. აირბაგი მიიჩნევა, რომლის კონცეფციაც შედარებით მარტივია - ავარიის დროს მძღოლს სახის საჭეზე დარტყმის ნაცვლად, წინ ჰაერით გაბერილი ბალიში ხვდება, რომელიც მას მოტეხილობების და დაზიანებებისგან მაქსიმალურად იცავს. მნიშვნელოვანია, რომ ავტომობილში აირბაგი ზედმიწევნით ზუსტად უნდა იყოს დამონტაჟებული საჭირო ადგილას, რადგან ავარიის დროს, როგორც წესი, ადამიანის სახე საჭეს სულ რაღაც 50 მილი/წამში ურტყამს. იმისთვის, რომ ასეთ მოკლე დროში აიბაგი გაიბეროს, ავტომობილში არცთუ ისე მარტივი ქიმიური რეაქცია ხდება. ორმაგი წინა აირბაგების გამოყენება 1998 წელს აშშ-ის მთავრობის მიერ დაწესდა. დღეს კი მომხმარებელს არაერთი ავტომწარმოებელი სთავაზობს დამატებით ე.წ. გვერდით აირბაგებსაც.
უკანა ხედვის კამერა
ყველაზე ახალი დეტალი ავტომობილების უსაფრთხოების ისტორიაში უკანა ხედვის კამერებია, რომლის ქონაც 2018 წლიდან შტატებში კანონის მიხედვით სავალდებულოა. ამ კამერებმა მინიმუმამდე შეამცირა მანქანის უკან მართვის დროს შეჯახების და, ზოგადად, ავარიების რაოდენობა. შესაბამისად, შემცირდა როგორც ავტომობილების, ისე სხვადასხვა ობიექტის და, რაც ყველაზე მთავარია, ადამიანების დაზიანების შემთხვევებიც.
საავტომობილო გზების მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაციის თანახმად, უსაფრთხოების ღვედის და აირბაგების გამოყენება პირისპირ შეჯახების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელს 61%-ით ამცირებს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას
რა ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა სიგარეტის წვის დროს?
"1 გრამ შაფრანს საერთაშორისო ბაზარზე 10 დოლარად ვყიდი“ - გორში "წითელ ოქროს“ აწარმოებენ