მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ შეიცვალა ლარის კურსი $60-მილიონიანი ინტერვენციის შედეგად

5fa0044009a36
შოთა ტყეშელაშვილი
02.11.20 17:07
1355
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტის ოფიციალური გაცვლითი კურსი აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა. დოლარის ღირებულება 1.11 თეთრით გაიზარდა და ის 3.2438 ლარს შეადგენს, ევროს ღირებულება კი 0.29 თეთრით გაიზარდა და 3.7761 ლარს შეადგენს. 

მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ოფიციალური კურსი, რომელიც აქამდე მოქმედებდა პარასკევს იყო დადგენილი, შესაბამისად, მასზე ინტერვენციის გარდა, შაბათ-კვირას არსებულმა მოვლენებმა მოახდინა გავლენა. 

ჯამურად, 2020 წლის განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა 21 სავალუტო ინტერვენცია განახორციელა და $710 მილიონი დოლარი გაყიდა.