მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ შეიცვალა მომხმარებელთა ხარჯვა ლოქდაუნის ფონზე - სტატისტიკა

5ec659a2a4015
შოთა ტყეშელაშვილი
22.05.20 10:10
1713
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გამოაქვეყნა გასული თვის განმავლობაში საბანკო ბარათებით განხორციელებული ოპერაციების მოცულობის შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია.

ანგარიშის მიხედვით, POS ტერმინალების მეშვეობით, სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში განხორციელებული გადახდების მოცულობამ პიკურ მაჩვენებელს 2019 წლის დეკემბერში მიაღწია და ის 930 მილიონ ლარს შეადგენდა. თებერვალში ის 781 მილიონი ლარი იყო, მარტში კი 813 მილიონ ლარამდე გაიზარდა. თუმცა, უკვე აპრილში მისი მოცულობა 138 მილიონი ლარით შემცირდა და 675 მილიონი ლარი შეადგინა. წლიურ ჭრილში ეს მაჩვენებელი 10%-ით არის გაზრდილი, თუმცა სხვა თვეების განმავლობაში ზრდის ტემპი ბევრად მაღალი იყო და მაგალითად, მარტში ზრდის ტემპი 57%-საც შეადგენდა.

ინტერნეტით განხორციელებული გადახდების მოცულობა კი წლიურ ჭრილშიც შემცირებულია. 2020 წლის აპრილში ინტერნეტის მეშვეობით ბანკები სულ 251 მილიონი ლარის საგადახდო ოპერაციებს მოემსახურნენ, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18%-ით ნაკლებია.