08.აგვისტო .2022 14:34

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასები ლონდონის საფონდო ბირჟაზე?

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასები ლონდონის საფონდო ბირჟაზე?
views 741
უკან

ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველო სულ სამი კომპანიის - "საქართველოს ბანკის", "თიბისი ბანკის" და "საქართველოს კაპიტალის" მეშვეობით არის წარმოდგენილი. გასული კვირის განმავლობაში მათი აქციების ფასის ცვლილება ასეთი იყო:

"საქართველოს ბანკის ჯგუფის" (BGEO) აქციების ღირებულება ერთკვირიან ჭრილში 13.5%-ით გაიზარდა; ხოლო გასულ თვესთან შედარებით ზრდის მაჩვენებელი +30.9%-ს შეადგენს. აღნიშნული ცვლილების შედეგად კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 841 მილიონ გირვანქა სტერლინგამდე გაიზარდა.

"თიბისი ბანკის ჯგუფის" (TBCG) აქციების ღირებულება 10.4%-ით გაიზარდა; ხოლო ერთთვიან ჭრილში ზრდის მაჩვენებელი 27%-ს აღწევს. TBC PLC-ის საბაზრო ღირებულება ამჟამად 841 მილიონ გირვანქას შეადგენს.

"საქართველოს კაპიტალის" (CGEO) აქციების ფასმა 6.3%-ით მოიმატა; გასულ თვესთან შედარებით კი ზრდა 13.3%-ია. Georgia Capital-ის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 313 მილიონს აღწევს.

წყარო - Galt & Taggart

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა