მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი 2020 წელს ლონდონის ბირჟაზე?

5fe64c92b0a31
შოთა ტყეშელაშვილი
26.12.20 00:30
1112
საქართველოს ეკონომიკა გლობალურ საფინანსო ბაზარზე სულ 3 კომპანიის მეშვეობით არის წარმოდგენილი, ესენია - “თიბისი ბანკი”, “საქართველოს კაპიტალი” და “საქართველოს ბანკი”.

მართალია უკანასკნელი 2 თვის განმავლობაში ამ კომპანიების აქციების ღირებულება უმეტესად ზრდის ტენდენციას აჩვენებს, თუმცა წლიურ ჭრილში ყველა კომპანიის აქციების ღირებულება შემცირებულია. განსაკუთრებულად მკვეთრად ქართული კომპანიების აქციების ღირებულება მარტის განმავლობაში შემცირდა.

TBC PLC-ის ერთი აქციის ღირებულება ამჟამად 12.24 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. გასული ერთი კვირის განმავლობაში კომპანიის აქციის ღირებულება 2%-ით არის გაზრდილი, ერთწლიან ჭრილში კი მისი ღირებულება 5.85%-ით არის შემცირებული. ამჟამად კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 675.1 მილიონს ფუნტს შეადგენს. გასულ კვირაში თიბისის აქციებით ვაჭრობის მოცულობა 1.8 მილიონი გირვანქა სტერლინგი იყო.

საქართველოს ბანკის (BGEO) ერთი აქციის ღირებულება ამჟამად 12.10 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. გასული ერთი კვირის განმავლობაში კომპანიის აქციის ღირებულება 3%-ით არის გაზრდილი, ერთწლიან ჭრილში კი მისი ღირებულება 25.5%-ით არის შემცირებული. ამჟამად კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 595 მილიონს ფუნტს შეადგენს. გასულ კვირაში "საქართველოს ბანკის" აქციებით ვაჭრობის მოცულობა 0.5 მილიონი გირვანქა სტერლინგი იყო.

საქართველოს კაპიტალის (CGEO) ერთი აქციის ღირებულება ამჟამად 5.13 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. გასული ერთი კვირის განმავლობაში კომპანიის აქციის ღირებულება 2.2%-ით არის გაზრდილი, ერთწლიან ჭრილში კი მისი ღირებულება 44.4%-ით არის შემცირებული. ამჟამად კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 246 მილიონს ფუნტს შეადგენს. გასულ კვირაში "საქართველოს კაპიტალის" აქციებით ვაჭრობის მოცულობა 451 ათასი გირვანქა სტერლინგი იყო.