მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის ბირჟაზე

62ad479c04c87
BM.GE
17.06.22 23:28
2346
ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველო სულ სამი კომპანიის - “თიბისი ბანკის”, “საქართველოს კაპიტალის” და “საქართველოს ბანკის” მეშვეობით არის წარმოდგენილი. გასული კვირის განმავლობაში მათი აქციების ფასის ცვლილება ასეთი იყო:

TBC PLC-ის აქციების ღირებულება ერთკვირიან ჭრილში 6.27%-ით შემცირდა, შედეგად, ბანკის ერთი აქცია 13.16 გირვანქა სტერლინგი ღირს. ამ კლებით კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 46 მილიონი ფუნტით შემცირდა და ის ამჟამად 725.85 მილიონს შეადგენს. გასულ კვირაში თიბისის აქციებით ვაჭრობის მოცულობა 250,947 აქცია იყო. 

"საქართველოს ბანკის" (BGEO) აქციების ღირებულება 5.02%-ით შემცირდა და ამჟამად ერთი აქციის ფასი 14.76 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ამ კლებით კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 36 მილიონი ფუნტით შემცირდა და ის ამჟამად 725.74 მილიონს შეადგენს. გასულ კვირაში საქართველოს ბანკის აქციებით ვაჭრობის მოცულობა 890,398 აქცია იყო. 

"საქართველოს კაპიტალის” (CGEO) აქციების ღირებულების კლებამ 13.29% შეადგინა, შედეგად ერთი აქციის ფასი 5.48 გირვანქა სტერლინგი გახდა. აქციების ფასის კლების შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია წინა კვირასთან შედარებით 34 მილიონი ფუნტით შემცირდა და ის ამჟამად 255.38 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. გასულ კვირაში “საქართველოს კაპიტალის” აქციებით ვაჭრობის მოცულობა 278,920 აქცია იყო.

წყარო - Galt & Taggart