მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის ბირჟაზე

63942827292a7
BM.GE
10.12.22 10:28
597
ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველო სულ სამი კომპანიის - “თიბისი ბანკის”, “საქართველოს კაპიტალის” და “საქართველოს ბანკის” მეშვეობით არის წარმოდგენილი. გასული კვირის განმავლობაში მათი აქციების ფასის ცვლილება ასეთი იყო:

"საქართველოს ბანკის" (BGEO) აქციების ღირებულება 1.93%-ით გაიზარდა
 და ამჟამად ერთი აქციის ფასი 26.35 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.29 მილიარდ სტერლინგს შეადგენს. ბოლო სამ თვეში "საქართველოს ბანკის" აქციების მატება 27.3%-ია, ერთთვიან ჭრილში ზრდის მაჩვენებელი კი 9.1%-ს აღწევს.

TBC PLC-ის აქციების ღირებულება ერთკვირიან ჭრილში 0.45%-ით შემცირდა. ბანკის ერთი აქცია 21.90 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციამ ამჟამად 1.20 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო სამ თვეში "თიბისის" აქციების ფასი 25.7%-ით გაიზარდა, ერთთვიან ჭრილში ზრდა კი 1.1%-ს აღწევს.

"საქართველოს კაპიტალის” (CGEO) აქციების ღირებულების 0.40%-ით გაიზარდა, შედეგად ერთი აქციის ფასი 7.58 გირვანქა სტერლინგი გახდა. აქციების ფასის ზრდის შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 353 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო სამ თვეში კომპანიის აქციების ფასი 10.8%-ით გაიზარდა, ერთ თვეში ზრდის მაჩვენებელი კი 6.7%-ს შეადგენს.

წყარო - Galt & Taggart