მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე?

5f48e366d5cb6
შოთა ტყეშელაშვილი
28.08.20 14:33
1239
საქართველოს ეკონომიკა გლობალურ საფინანსო ბაზარზე სულ 3 კომპანიის მეშვეობით არის წარმოდგენილი, ესენია - “თიბისი ბანკი”, “საქართველოს კაპიტალი” და “საქართველოს ბანკი”.

გასული კვირის ვაჭრობის შედეგად, ლონდონის საფონდო ბირჟაზე არსებული ქართული კომპანიების უმეტესობის აქციების ფასი შემცირდა. 

BGEO-ს აქციების ღირებულება 2.38%-ით შემცირდა და ამჟამად ერთი აქციის ფასი 9.04 გირნავქა სტერლინგს შეადგენს. ამ კლების შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციის მაჩვენებელი 10 მილიონი ფუნტით შემცირდა და ის ამჟამად 444.5 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. საფონდო ბირჟის მონაცემების თანახმად, “საქართველოს ბანკის” აქციებით ვაჭრობის მოცულობა გასულ კვირაში 2,783,719 გირვანქა სტერლინგი იყო.

"საქართველოს კაპიტალის” (CGEO), აქციების ღირებულების კლებამ კი 1.82% შეადგინა, შედეგად ერთი აქციის ფასი 3.77 გირვანქა სტერლინგი გახდა. აქციების ფასის შემცირების შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 3.3 მილიონი ფუნტით შემცირდა და ის ამჟამად 178 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. გასულ კვირიაში “საქართველოს კაპიტალის” აქციებით ვაჭრობის მოცულობა 1,926,118 გირვანქა სტერლინგი იყო.

TBC PLC-ის აქციების ღირებულების ცვლილება კი +2.25%-ს შეადგენს, შედეგად, ბანკის ერთი აქცია 9.07 გირვანქა სტერლინგი ღირს. აქციების ფასის შემცირების გამო, თიბისის საბაზრო კაპიტალიზაციამ 10.5 მილიონი გირვანქა სტერლინგით გაიზარდა და ამჟამად 500 მილიონს შეადგენს. გასულ კვირიაში თიბისის აქციებით ვაჭრობის მოცულობა 2,090,943 გირვანქა სტერლინგი იყო.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 5 აგვისტოდან "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი" (GHG) საფონდო ბირჟაზე აღარ ივაჭრება, რადგან კომპანიამ სრულად "საქართველოს კაპიტალის" შემადგენლობაში გადაინაცვლა. 

რაც შეეხება სახელმწიფო კომპანიების - რკინიგზისა და გაზისა და ნავთობის კორპორაციის მიერ გამოშვებულ ობლიგაციებს, მათი ბონდების ცვლილება ასეთია:

რკინიგზა - ბონდის ღირებულება $104.89 დოლარი - ცვლილება გასული კვირის მანძილზე -0.05%. წლიურ ჭრილში, ბონდის ღირებულება 4.82%-ით არის შემცირებული.

გაზისა და ნავთობის კორპორაცია - ბონდის ღირებულება $101.48 დოლარი - ცვლილება გასული კვირის მანძილზე 0.02%. წლიურ ჭრილში, ბონდის ღირებულება 3.13%-ით არის შემცირებული.