მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე?

600b2e295fbb9
შოთა ტყეშელაშვილი
22.01.21 23:41
1263
გასული კვირის განმავლობაში ლონდონის საფონდო ბირჟაზე არსებული სამივე ქართული კომპანიის - “თიბისი ბანკის”, “საქართველოს კაპიტალის” და “საქართველოს ბანკის” აქციების ღირებულება შემცირდა.

TBC PLC-ის აქციების ღირებულება გასული კვირის განმავლობაში 4.43%-ით შემცირდა, შედეგად, ბანკის ერთი აქცია 12.50 გირვანქა სტერლინგი ღირს. ამ კლების გამო კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციამ 30 მილიონი ფუნტით იკლო და ის ამჟამად 689.45 მილიონს შეადგენს. გასულ კვირაში თიბისის აქციებით ვაჭრობის მოცულობა 783 ათასი გირვანქა სტერლინგი იყო. 

BGEO-ს აქციების ღირებულება 0.67%-ით  შემცირდა და ამჟამად ერთი აქციის ფასი 11.88 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ამ კლების შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციის მაჩვენებელი წინა კვირასთან შედარებით 4 მილიონი ფუნტით შემცირდა და ის ამჟამად 584.13 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. საფონდო ბირჟის მონაცემების თანახმად, “საქართველოს ბანკის” აქციებით ვაჭრობის მოცულობა გასულ კვირაში 782 ათასი გირვანქა სტერლინგი იყო.

"საქართველოს კაპიტალის” (CGEO), აქციების ღირებულების კლებამ კი 3.49% შეადგინა, შედეგად ერთი აქციის ფასი 5.25 გირვანქა სტერლინგი გახდა. აქციების ფასის კლების შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია წინა კვირასთან შედარებით 9 მილიონი ფუნტით შემცირდა და ის ამჟამად 251.49 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. გასულ კვირიაში “საქართველოს კაპიტალის” აქციებით ვაჭრობის მოცულობა 330 ათასი გირვანქა სტერლინგი იყო.