გასული კვირის განმავლობაში ლონდონის საფონდო ბირჟაზე არსებული სამივე ქართული კომპანიის - “თიბისი ბანკის”, “საქართველოს კაპიტალის” და “საქართველოს ბანკის” აქციების ღირებულება შემცირდა.
TBC PLC-ის აქციების ღირებულება გასული კვირის განმავლობაში 5.45%-ით შემცირდა, შედეგად, ბანკის ერთი აქცია 11.46 გირვანქა სტერლინგი ღირს. ამ კლების გამო კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციამ 34 მილიონი ფუნტით იკლო და ის ამჟამად 632.09 მილიონს შეადგენს. გასულ კვირაში თიბისის აქციებით ვაჭრობის მოცულობა 594 ათასი გირვანქა სტერლინგი იყო.
"საქართველოს ბანკის" (BGEO) აქციების ღირებულება 2.62%-ით შემცირდა და ამჟამად ერთი აქციის ფასი 11.14 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ამ კლების შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციის მაჩვენებელი წინა კვირასთან შედარებით 14 მილიონი ფუნტით შემცირდა და ის ამჟამად 547.75 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. საფონდო ბირჟის მონაცემების თანახმად, “საქართველოს ბანკის” აქციებით ვაჭრობის მოცულობა გასულ კვირაში 536 ათასი გირვანქა სტერლინგი იყო.
"საქართველოს კაპიტალის” (CGEO), აქციების ღირებულების კლებამ კი 2.28% შეადგინა, შედეგად ერთი აქციის ფასი 5.15 გირვანქა სტერლინგი გახდა. აქციების ფასის კლების შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია წინა კვირასთან შედარებით 6 მილიონი ფუნტით შემცირდა და ის ამჟამად 246.70 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. გასულ კვირიაში “საქართველოს კაპიტალის” აქციებით ვაჭრობის მოცულობა 397 ათასი გირვანქა სტერლინგი იყო.
სახელმწიფო კომპანიების ბონდების ღირებულება კი ასე შეიცვალა:
"საქართველოს რკინიგზა" - ბონდის ღირებულება $107.66 ფასის ზრდა გასულ კვირაში 0.45%. წლიურ ჭრილში შემცირება 2.28%.
"ნავთობისა და გაზის კორპორაცია - ბონდის ღირებულება $100.26, ფასი წინა კვირაში არ შეცვლილა. წლიურ ჭრილში შემცირება 4.01%.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი