05.მარტი .2021 21:46

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე?

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე?
views 379
უკან

გასული კვირის განმავლობაში ლონდონის საფონდო ბირჟაზე არსებული სამივე ქართული კომპანიის - “თიბისი ბანკის”, “საქართველოს კაპიტალის” და “საქართველოს ბანკის” აქციების ღირებულება შემცირდა.

TBC PLC-ის აქციების ღირებულება გასული კვირის განმავლობაში 0.74%-ით შემცირდა, შედეგად, ბანკის ერთი აქცია 10.78 გირვანქა სტერლინგი ღირს. ამ კლების გამო კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციამ 5 მილიონი ფუნტით იკლო და ის ამჟამად 623.26 მილიონს შეადგენს. გასულ კვირაში თიბისის აქციებით ვაჭრობის მოცულობა 1 მილიონი გირვანქა სტერლინგი იყო. 

"საქართველოს ბანკის" (BGEO) აქციების ღირებულება 4.71%-ით  შემცირდა და ამჟამად ერთი აქციის ფასი 9.51 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ამ კლების შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციის მაჩვენებელი წინა კვირასთან შედარებით 24 მილიონი ფუნტით შემცირდა და ის ამჟამად 514.31 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. საფონდო ბირჟის მონაცემების თანახმად, “საქართველოს ბანკის” აქციებით ვაჭრობის მოცულობა გასულ კვირაში 1.4 მილიონი გირვანქა სტერლინგი იყო.

"საქართველოს კაპიტალის” (CGEO), აქციების ღირებულების კლებამ კი 2.67% შეადგინა, შედეგად ერთი აქციის ფასი 4.92  გირვანქა სტერლინგი გახდა. აქციების ფასის კლების შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია წინა კვირასთან შედარებით 6 მილიონი ფუნტით შემცირდა და ის ამჟამად 239.52 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. გასულ კვირიაში “საქართველოს კაპიტალის” აქციებით ვაჭრობის მოცულობა 483 ათასი გირვანქა სტერლინგი იყო.

სახელმწიფო კომპანიების ბონდების ღირებულება კი ასე შეიცვალა:

"საქართველოს რკინიგზა" - ბონდის ღირებულება $107.26 ფასის კლება გასულ კვირაში 0.09%. წლიურ ჭრილში შემცირება 2.61%.

"ნავთობისა და გაზის კორპორაცია - ბონდის ღირებულება $99.97, ფასი წინა კვირაში არ შეცვლილა. წლიურ ჭრილში შემცირება 4.13%.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა