მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე?

604bb842a6847
შოთა ტყეშელაშვილი
12.03.21 22:33
808
ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველო სულ სამი კომპანიის - “თიბისი ბანკის”, “საქართველოს კაპიტალის” და “საქართველოს ბანკის” მეშვეობით არის წარმოდგენილი. გასული კვირის განმავლობაში ქართული კომპანიების უმეტესობის აქციების ღირებულება შემცირდა.

TBC PLC-ის აქციების ღირებულება გასული კვირის განმავლობაში 1.59%-ით შემცირდა, შედეგად, ბანკის ერთი აქცია 11.14 გირვანქა სტერლინგი ღირს. ამ კლების გამო კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციამ 10 მილიონი ფუნტით იკლო და ის ამჟამად 618.85 მილიონს შეადგენს. გასულ კვირაში თიბისის აქციებით ვაჭრობის მოცულობა 661 ათასი გირვანქა სტერლინგი იყო. 

"საქართველოს ბანკის" (BGEO) აქციების ღირებულება 1.89%-ით  გაიზარდა და ამჟამად ერთი აქციის ფასი 10.78 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ამ მატების შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციის მაჩვენებელი წინა კვირასთან შედარებით 10 მილიონი ფუნტით გაიზარდა და ის ამჟამად 532.01 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. საფონდო ბირჟის მონაცემების თანახმად, “საქართველოს ბანკის” აქციებით ვაჭრობის მოცულობა გასულ კვირაში 1.1 მილიონი გირვანქა სტერლინგი იყო.

"საქართველოს კაპიტალის” (CGEO), აქციების ღირებულების კლებამ კი 2.38% შეადგინა, შედეგად ერთი აქციის ფასი 4.92  გირვანქა სტერლინგი გახდა. აქციების ფასის კლების შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია წინა კვირასთან შედარებით 6 მილიონი ფუნტით შემცირდა და ის ამჟამად 253.89 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. გასულ კვირიაში “საქართველოს კაპიტალის” აქციებით ვაჭრობის მოცულობა 140 ათასი გირვანქა სტერლინგი იყო.

სახელმწიფო კომპანიების ბონდების ღირებულება კი ასე შეიცვალა:

"საქართველოს რკინიგზა" - ბონდის ღირებულება $106.75 ფასის კლება გასულ კვირაში 0.32%. წლიურ ჭრილში შემცირება -0.57%.

"ნავთობისა და გაზის კორპორაცია - ბონდის ღირებულება $99.96, ფასი წინა კვირაში არ შეცვლილა. წლიურ ჭრილში შემცირება 1.44%.

წყარო - Galt & Taggart