მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე?

6070a49b5b3e2
შოთა ტყეშელაშვილი
09.04.21 22:49
1156
ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველო სულ სამი კომპანიის - “თიბისი ბანკის”, “საქართველოს კაპიტალის” და “საქართველოს ბანკის” მეშვეობით არის წარმოდგენილი. გასული კვირის განმავლობაში ქართული კომპანიების უმეტესობის აქციების ღირებულება შემცირდა.

TBC PLC-ის აქციების ღირებულება გასული კვირის განმავლობაში 4.90%-ით გაიზარდა, შედეგად, ბანკის ერთი აქცია 10.70 გირვანქა სტერლინგი ღირს. ამ ზრდის გამო კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციამ 29 მილიონი ფუნტით იმატა და ის ამჟამად 586.86 მილიონს შეადგენს. გასულ კვირაში თიბისის აქციებით ვაჭრობის მოცულობა 469 ათასი გირვანქა სტერლინგი იყო. 

"საქართველოს ბანკის" (BGEO) აქციების ღირებულება 0.90%-ით  შემცირდა და ამჟამად ერთი აქციის ფასი 11.06 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ამ კლების შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციის მაჩვენებელმა წინა კვირასთან შედარებით 5 მილიონი ფუნტით იკლო და ის ამჟამად 550.70 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. საფონდო ბირჟის მონაცემების თანახმად, “საქართველოს ბანკის” აქციებით ვაჭრობის მოცულობა გასულ კვირაში 806 ათასი გირვანქა სტერლინგი იყო.

"საქართველოს კაპიტალის” (CGEO), აქციების ღირებულების კლებამ კი 6.21% შეადგინა, შედეგად ერთი აქციის ფასი 5.95 გირვანქა სტერლინგი გახდა. აქციების ფასის შემცირების შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციამ წინა კვირასთან შედარებით 2 მილიონი ფუნტით იკლო და ის ამჟამად 282.63 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. გასულ კვირიაში “საქართველოს კაპიტალის” აქციებით ვაჭრობის მოცულობა 282 ათასი გირვანქა სტერლინგი იყო.

სახელმწიფო კომპანიის "საქართველოს რკინიგზის" ბონდის ღირებულება ამჟამად $106.04 დოლარია. ამ ფასიანი ქაღალდის ღირებულება გასულ კვირაში 0.03%-ით შემცირდა. წლიურ ჭრილში ზრდა +5.97%-ია.

წყარო - Galt & Taggart