მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე?

6079e0f7ab325
BM.GE
16.04.21 23:10
771
ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველო სულ სამი კომპანიის - “თიბისი ბანკის”, “საქართველოს კაპიტალის” და “საქართველოს ბანკის” მეშვეობით არის წარმოდგენილი. გასული კვირის განმავლობაში ქართული კომპანიების უმეტესობის აქციების ღირებულება გაიზარდა.

TBC PLC-ის აქციების ღირებულება გასული კვირის განმავლობაში 4.86%-ით გაიზარდა, შედეგად, ბანკის ერთი აქცია 11.22 გირვანქა სტერლინგი ღირს. ამ ზრდის გამო კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციამ 30 მილიონი ფუნტით იმატა და ის ამჟამად 618.85 მილიონს შეადგენს. გასულ კვირაში თიბისის აქციებით ვაჭრობის მოცულობა 440 ათასი გირვანქა სტერლინგი იყო. 

"საქართველოს ბანკის" (BGEO) აქციების ღირებულება 0.90%-ით  გაიზარდა და ამჟამად ერთი აქციის ფასი 11.08 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ამ მატების შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციის მაჩვენებელმა წინა კვირასთან შედარებით 1 მილიონი ფუნტით იმატა და ის ამჟამად 544.80 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. საფონდო ბირჟის მონაცემების თანახმად, “საქართველოს ბანკის” აქციებით ვაჭრობის მოცულობა გასულ კვირაში 349.7 ათასი გირვანქა სტერლინგი იყო.

"საქართველოს კაპიტალის” (CGEO), აქციების ღირებულების კლებამ კი 1.34% შეადგინა, შედეგად ერთი აქციის ფასი 5.87 გირვანქა სტერლინგი გახდა. აქციების ფასის შემცირების შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციამ წინა კვირასთან შედარებით 4 მილიონი ფუნტით იკლო და ის ამჟამად 281.20 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. გასულ კვირიაში “საქართველოს კაპიტალის” აქციებით ვაჭრობის მოცულობა 51.3 ათასი გირვანქა სტერლინგი იყო.

წყარო - Galt & Taggart