მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე?

5fa588510448c
BM.GE
06.11.20 21:18
890
საქართველოს ეკონომიკა გლობალურ საფინანსო ბაზარზე სულ 3 კომპანიის მეშვეობით არის წარმოდგენილი, ესენია - “თიბისი ბანკი”, “საქართველოს კაპიტალი” და “საქართველოს ბანკი”. 

გასული კვირის ვაჭრობის შედეგად, ლონდონის საფონდო ბირჟაზე არსებული ქართული კომპანიების აქციების ფასი გაიზარდა. 

TBC PLC-ის აქციების ღირებულების ზრდა 4.90%-ს შეადგენს, შედეგად, ბანკის ერთი აქცია 9.64 გირვანქა სტერლინგი ღირს. აქციების ფასის მატების გამო, თიბისის საბაზრო კაპიტალიზაცია 26.1 მილიონი გირვანქა სტერლინგით გაიზარდა და ამჟამად 531.70 მილიონს შეადგენს. გასულ კვირიაში თიბისის აქციებით ვაჭრობის მოცულობა 909,512 გირვანქა სტერლინგი იყო.

BGEO-ს აქციების ღირებულება 1.78%-ით გაიზარდა და ამჟამად ერთი აქციის ფასი 9.13  გირნავქა სტერლინგს შეადგენს. ამ მატების შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციის მაჩვენებელი 8 მილიონი ფუნტით გაიზარდა და ის ამჟამად 448.92  მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. საფონდო ბირჟის მონაცემების თანახმად, “საქართველოს ბანკის” აქციებით ვაჭრობის მოცულობა გასულ კვირაში 600,553 გირვანქა სტერლინგი იყო.

"საქართველოს კაპიტალის” (CGEO), აქციების ღირებულების მატებამ კი 6.22% შეადგინა, შედეგად ერთი აქციის ფასი 3.93 გირვანქა სტერლინგი გახდა. აქციების ფასის მატების შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 11.7 მილიონი ფუნტით გაიზარდა და ის ამჟამად 188.26  მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. გასულ კვირიაში “საქართველოს კაპიტალის” აქციებით ვაჭრობის მოცულობა 81,762 გირვანქა სტერლინგი იყო.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის აგვისტოდან "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი" (GHG) საფონდო ბირჟაზე აღარ ივაჭრება, რადგან კომპანიამ სრულად "საქართველოს კაპიტალის" შემადგენლობაში გადაინაცვლა. 

რაც შეეხება სახელმწიფო კომპანიების - რკინიგზისა და გაზისა და ნავთობის კორპორაციის მიერ გამოშვებულ ობლიგაციებს, მათი ბონდების ცვლილება ასეთია: 

რკინიგზა - ბონდის ღირებულება $104.53 დოლარი - ცვლილება გასული კვირის მანძილზე +0.29%. წლიურ ჭრილში, ბონდის ღირებულება -4.61%-ით არის შემცირებული.

გაზისა და ნავთობის კორპორაცია - ბონდის ღირებულება $101.57 დოლარი - ცვლილება გასული კვირის მანძილზე 0%. წლიურ ჭრილში, ბონდის ღირებულება -2.46%-ით არის შემცირებული.