მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე?

5fca82553dc94
BM.GE
04.12.20 23:40
1105
საქართველოს ეკონომიკა გლობალურ საფინანსო ბაზარზე სულ 3 კომპანიის მეშვეობით არის წარმოდგენილი, ესენია - “თიბისი ბანკი”, “საქართველოს კაპიტალი” და “საქართველოს ბანკი”. 

გასული სამუშაო კვირის განმავლობაში წინა კვირასთან შედარებით, ქართული კომპანიების უმეტესობის აქციების ფასი გაიზარდა.

TBC PLC-ის აქციების ღირებულების შემცირება -1.82%-ს შეადგენს, შედეგად, ბანკის ერთი აქცია 11.90 გირვანქა სტერლინგი ღირს. აქციების ფასის კლების გამო, თიბისის საბაზრო კაპიტალიზაციამ წინა კვირასთან შედარებით 11 მილიონი გირვანქა სტერლინგით იკლო და ამჟამად 656.36 მილიონს შეადგენს. გასულ კვირიაში თიბისის აქციებით ვაჭრობის მოცულობა 15.8 მილიონი გირვანქა სტერლინგი იყო. დღესვე ცნობილი გახდა, რომ EBRD-მა თიბისი ბანკის 3%-იანი წილი გაყიდა.

BGEO-ს აქციების ღირებულება 4.44%-ით გაიზარდა და ამჟამად ერთი აქციის ფასი 12.22 გირნავქა სტერლინგს შეადგენს. ამ მატების შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციის მაჩვენებელი წინა კვირასთან შედარებით 26 მილიონი ფუნტით გაიზარდა და ის ამჟამად 600.85 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. საფონდო ბირჟის მონაცემების თანახმად, “საქართველოს ბანკის” აქციებით ვაჭრობის მოცულობა გასულ კვირაში 1.4 მილიონი გირვანქა სტერლინგი იყო.

"საქართველოს კაპიტალის” (CGEO), აქციების ღირებულების მატებამ კი 16.26% შეადგინა, შედეგად ერთი აქციის ფასი 5.54 გირვანქა სტერლინგი გახდა. აქციების ფასის მატების შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია წინა კვირასთან შედარებით 37 მილიონი ფუნტით გაიზარდა და ის ამჟამად 265.39 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. გასულ კვირიაში “საქართველოს კაპიტალის” აქციებით ვაჭრობის მოცულობა 0.3 მლნ გირვანქა სტერლინგი იყო.

რაც შეეხება სახელმწიფო კომპანიების - რკინიგზისა და გაზისა და ნავთობის კორპორაციის მიერ გამოშვებულ ობლიგაციებს, მათი ბონდების ცვლილება ასეთია: 

რკინიგზა - ბონდის ღირებულება $104.70 დოლარი - ცვლილება გასული კვირის მანძილზე -0.36%. წლიურ ჭრილში, ბონდის ღირებულება -3.95%-ით არის შემცირებული.

ნავთობისა და გაზის კორპორაცია - ბონდის ღირებულება $102.22  დოლარი - ცვლილება გასული კვირის მანძილზე 0%. წლიურ ჭრილში, ბონდის ღირებულება -1.98%-ით არის შემცირებული.