მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

60a7e70f8c11b
შოთა ტყეშელაშვილი
21.05.21 21:15
752
ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველო სულ სამი კომპანიის - “თიბისი ბანკის”, “საქართველოს კაპიტალის” და “საქართველოს ბანკის” მეშვეობით არის წარმოდგენილი. გასული კვირის განმავლობაში ქართული კომპანიების უმეტესობის აქციების ღირებულება შემცირდა.

TBC PLC-ის აქციების ღირებულება ერთკვირიან ჭრილში 1.47%-ით შემცირდა, შედეგად, ბანკის ერთი აქცია 10.70 გირვანქა სტერლინგი ღირს. ამ კლებით კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 9 მილიონი ფუნტით შემცირდა და ის ამჟამად 590.17 მილიონს შეადგენს. გასულ კვირაში თიბისის აქციებით ვაჭრობის მოცულობა 556 ათასი გირვანქა სტერლინგი იყო. 

"საქართველოს ბანკის" (BGEO) აქციების ღირებულება წინა პარასკევთან შედარებით 8.11%-ით  გაიზარდა და ამჟამად ერთი აქციის ფასი 12.00 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ამ მატების შედეგად კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციის მაჩვენებელი 48 მილიონი ფუნტით გაიზარდა და ამჟამად 590.03 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. საფონდო ბირჟის მონაცემების თანახმად, “საქართველოს ბანკის” აქციებით ვაჭრობის მოცულობა გასულ კვირაში 431 ათასი გირვანქა სტერლინგი იყო.

"საქართველოს კაპიტალის” (CGEO), აქციების ღირებულების კლებამ წინა პარასკევთან შედარებით კი 0.48% შეადგინა, შედეგად ერთი აქციის ფასი 6.22 გირვანქა სტერლინგი გახდა. აქციების ფასის კლების შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციამ წინა კვირასთან შედარებით 1 მილიონი ფუნტით შემცირდა და ის ამჟამად 297.96 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. გასულ კვირაში “საქართველოს კაპიტალის” აქციებით ვაჭრობის მოცულობა 203 ათასი გირვანქა სტერლინგი იყო.

წყარო - Galt & Taggart