მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

60ba7db4d21b1
შოთა ტყეშელაშვილი
04.06.21 23:55
692
ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველო სულ სამი კომპანიის - “თიბისი ბანკის”, “საქართველოს კაპიტალის” და “საქართველოს ბანკის” მეშვეობით არის წარმოდგენილი. გასული კვირის განმავლობაში ქართული კომპანიების უმეტესობის აქციების ღირებულება შემცირდა.

TBC PLC-ის აქციების ღირებულება ერთკვირიან ჭრილში 6.03%-ით შემცირდა, შედეგად, ბანკის ერთი აქცია 10.90 გირვანქა სტერლინგი ღირს. ამ კლებით კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 36 მილიონი ფუნტით შემცირდა და ის ამჟამად 601.20  მილიონს შეადგენს. გასულ კვირაში თიბისის აქციებით ვაჭრობის მოცულობა 299.4 ათასი გირვანქა სტერლინგი იყო. 

"საქართველოს ბანკის" (BGEO) აქციების ღირებულება წინა პარასკევთან შედარებით 3.51%-ით  შემცირდა და ამჟამად ერთი აქციის ფასი 12.64 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ამ კლების შედეგად კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციის მაჩვენებელი 22 მილიონი ფუნტით შემცირდა და ამჟამად 621.50 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. საფონდო ბირჟის მონაცემების თანახმად, “საქართველოს ბანკის” აქციებით ვაჭრობის მოცულობა გასულ კვირაში 358.9 ათასი გირვანქა სტერლინგი იყო.

"საქართველოს კაპიტალის” (CGEO), აქციების ღირებულების მატებამ წინა პარასკევთან შედარებით კი 2.62% შეადგინა, შედეგად ერთი აქციის ფასი 6.26 გირვანქა სტერლინგი გახდა. აქციების ფასის ზრდის შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციამ წინა კვირასთან შედარებით 8 მილიონი ფუნტით შემცირდა და ის ამჟამად 299.88 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. გასულ კვირაში “საქართველოს კაპიტალის” აქციებით ვაჭრობის მოცულობა 377.9 ათასი გირვანქა სტერლინგი იყო.

წყარო - Galt & Taggart