მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

60f1b1a439d69
შოთა ტყეშელაშვილი
16.07.21 20:05
932
ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველო სულ სამი კომპანიის - “თიბისი ბანკის”, “საქართველოს კაპიტალის” და “საქართველოს ბანკის” მეშვეობით არის წარმოდგენილი. გასული კვირის განმავლობაში მათი აქციების ფასის ცვლილება ასეთი იყო:

TBC PLC-ის აქციების ღირებულება ერთკვირიან ჭრილში 4.93%-ით გაიზარდა, შედეგად, ბანკის ერთი აქცია 11.92 გირვანქა სტერლინგი ღირს. ამ მატებით კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 31 მილიონი ფუნტით გაიზარდა და ის ამჟამად 657.46 მილიონს შეადგენს. გასულ კვირაში თიბისის აქციებით ვაჭრობის მოცულობა 75,988 აქცია იყო. 

"საქართველოს ბანკის" (BGEO) აქციების ღირებულება წინა პარასკევთან შედარებით უცვლელია და ამჟამად ერთი აქციის ფასი 14.52 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ამჟამად კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციის მაჩვენებელი713.94 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. საფონდო ბირჟის მონაცემების თანახმად, გასული კვირის განმავლობაში “საქართველოს ბანკის” აქციებით ვაჭრობის მოცულობამ 120,549 აქცია შეადგინა. 

"საქართველოს კაპიტალის” (CGEO), აქციების ღირებულების კლებამ წინა პარასკევთან შედარებით 5.44% შეადგინა, შედეგად ერთი აქციის ფასი 6.43 გირვანქა სტერლინგი გახდა. აქციების ფასის კლების შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია წინა კვირასთან შედარებით 17 მილიონი ფუნტით შემცირდა და ის ამჟამად 308 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. გასულ კვირაში “საქართველოს კაპიტალის” აქციებით ვაჭრობის მოცულობა 55,091 აქცია იყო.

წყარო - Galt & Taggart