მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

61459520a7d88
BM.GE
17.09.21 22:00
684
ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველო სულ სამი კომპანიის - “თიბისი ბანკის”, “საქართველოს კაპიტალის” და “საქართველოს ბანკის” მეშვეობით არის წარმოდგენილი. გასული კვირის განმავლობაში მათი აქციების ფასის ცვლილება ასეთი იყო:

TBC PLC-ის აქციების ღირებულება ერთკვირიან ჭრილში 2.35%-ით შემცირდა, შედეგად, ბანკის ერთი აქცია 14.12 გირვანქა სტერლინგი ღირს. ამ კლებით კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 18 მილიონი ფუნტით შემცირდა და ის ამჟამად 778.80 მილიონს შეადგენს. გასულ კვირაში თიბისის აქციებით ვაჭრობის მოცულობა 141,094 აქცია იყო. 

"საქართველოს ბანკის" (BGEO) აქციების ღირებულება წინა პარასკევთან შედარებით 3.75%-ით შემცირდა და ამჟამად ერთი აქციის ფასი 15.40 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ამ კლებით კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 28 მილიონი ფუნტით შემცირდა და ის ამჟამად 757.21 მილიონს შეადგენს. გასულ კვირაში საქართველოს ბანკის აქციებით ვაჭრობის მოცულობა 156,368 აქცია იყო. 

"საქართველოს კაპიტალის” (CGEO), აქციების ღირებულების კლებამ წინა პარასკევთან შედარებით 2.11% შეადგინა, შედეგად ერთი აქციის ფასი 6.02 გირვანქა სტერლინგი გახდა. აქციების ფასის კლების შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია წინა კვირასთან შედარებით 6 მილიონი ფუნტით შემცირდა და ის ამჟამად 287.18 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. გასულ კვირაში “საქართველოს კაპიტალის” აქციებით ვაჭრობის მოცულობა 248,211 აქცია იყო.