მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

616a6af959b2a
BM.GE
15.10.21 21:12
599
ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველო სულ სამი კომპანიის - “თიბისი ბანკის”, “საქართველოს კაპიტალის” და “საქართველოს ბანკის” მეშვეობით არის წარმოდგენილი. გასული კვირის განმავლობაში მათი აქციების ფასის ცვლილება ასეთი იყო:

TBC PLC-ის აქციების ღირებულება ერთკვირიან ჭრილში 1.90%-ით გაიზარდა, შედეგად, ბანკის ერთი აქცია 14.98 გირვანქა სტერლინგი ღირს. ამ მატებით კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 16 მილიონი ფუნტით გაიზარდა და ის ამჟამად 826.24 მილიონს შეადგენს. გასულ კვირაში თიბისის აქციებით ვაჭრობის მოცულობა 96,884 აქცია იყო. 

"საქართველოს ბანკის" (BGEO) აქციების ღირებულება წინა პარასკევთან შედარებით 4.11%-ით შემცირდა და ამჟამად ერთი აქციის ფასი 15.40 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ამ კლებით კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 31 მილიონი ფუნტით შემცირდა და ის ამჟამად 757.21 მილიონს შეადგენს. გასულ კვირაში საქართველოს ბანკის აქციებით ვაჭრობის მოცულობა 100,562 აქცია იყო. 

"საქართველოს კაპიტალის” (CGEO), აქციების ღირებულების მატებამ წინა პარასკევთან შედარებით 4.26% შეადგინა, შედეგად ერთი აქციის ფასი 6.37 გირვანქა სტერლინგი გახდა. აქციების ფასის მატების შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია წინა კვირასთან შედარებით 13 მილიონი ფუნტით გაიზარდა და ის ამჟამად 302.07 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. გასულ კვირაში “საქართველოს კაპიტალის” აქციებით ვაჭრობის მოცულობა 216,684 აქცია იყო.

წყარო - Galt & Taggart