მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

6173081e87a2e
BM.GE
22.10.21 22:45
679
ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველო სულ სამი კომპანიის - “თიბისი ბანკის”, “საქართველოს კაპიტალის” და “საქართველოს ბანკის” მეშვეობით არის წარმოდგენილი. გასული კვირის განმავლობაში მათი აქციების ფასის ცვლილება ასეთი იყო:

TBC PLC-ის აქციების ღირებულება ერთკვირიან ჭრილში 4.27%-ით გაიზარდა, შედეგად, ბანკის ერთი აქცია 15.62 გირვანქა სტერლინგი ღირს. ამ მატებით კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 37 მილიონი ფუნტით გაიზარდა და ის ამჟამად 861.54 მილიონს შეადგენს. გასულ კვირაში თიბისის აქციებით ვაჭრობის მოცულობა 219,491 აქცია იყო. 

"საქართველოს ბანკის" (BGEO) აქციების ღირებულება წინა პარასკევთან შედარებით 1.69%-ით შემცირდა და ამჟამად ერთი აქციის ფასი 15.14 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ამ კლებით კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 13 მილიონი ფუნტით შემცირდა და ის ამჟამად 744.43 მილიონს შეადგენს. გასულ კვირაში საქართველოს ბანკის აქციებით ვაჭრობის მოცულობა 91,072 აქცია იყო. 

"საქართველოს კაპიტალის” (CGEO), აქციების ღირებულების კლებამ წინა პარასკევთან შედარებით 3.45% შეადგინა, შედეგად ერთი აქციის ფასი 6.15 გირვანქა სტერლინგი გახდა. აქციების ფასის კლების შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია წინა კვირასთან შედარებით 10 მილიონი ფუნტით შემცირდა და ის ამჟამად 291.30 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. გასულ კვირაში “საქართველოს კაპიტალის” აქციებით ვაჭრობის მოცულობა 49,239 აქცია იყო.

წყარო - Galt & Taggart