19.ნოემბერი .2021 23:26

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე
views 452
უკან

ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველო სულ სამი კომპანიის - “თიბისი ბანკის”, “საქართველოს კაპიტალის” და “საქართველოს ბანკის” მეშვეობით არის წარმოდგენილი. გასული კვირის განმავლობაში მათი აქციების ფასის ცვლილება ასეთი იყო:

TBC PLC-ის აქციების ღირებულება ერთკვირიან ჭრილში 0.88%-ით შემცირდა, შედეგად, ბანკის ერთი აქცია 15.86 გირვანქა სტერლინგი ღირს. ამ კლებით კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 8 მილიონი ფუნტით შემცირდა და ის ამჟამად 874.77 მილიონს შეადგენს. გასულ კვირაში თიბისის აქციებით ვაჭრობის მოცულობა 162,000 აქცია იყო. 

"საქართველოს ბანკის" (BGEO) აქციების ღირებულება 4%-ით გაიზარდა და ამჟამად ერთი აქციის ფასი 16.64 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ამ მატებით კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 31 მილიონი ფუნტით გაიზარდა და ის ამჟამად 818.18 მილიონს შეადგენს. გასულ კვირაში საქართველოს ბანკის აქციებით ვაჭრობის მოცულობა 96,697 აქცია იყო. 

"საქართველოს კაპიტალის” (CGEO) აქციების ღირებულების მატებამ 3.04% შეადგინა, შედეგად ერთი აქციის ფასი 6.45 გირვანქა სტერლინგი გახდა. აქციების ფასის ზრდის შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია წინა კვირასთან შედარებით 9 მილიონი ფუნტით გაიზარდა და ის ამჟამად 304.70 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. გასულ კვირაში “საქართველოს კაპიტალის” აქციებით ვაჭრობის მოცულობა 284,720 აქცია იყო.

წყარო - Galt & Taggart

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა