მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

61c605997ef82
BM.GE
24.12.21 21:30
676
ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველო სულ სამი კომპანიის - “თიბისი ბანკის”, “საქართველოს კაპიტალის” და “საქართველოს ბანკის” მეშვეობით არის წარმოდგენილი. გასული კვირის განმავლობაში მათი აქციების ფასის ცვლილება ასეთი იყო:

TBC PLC-ის აქციების ღირებულება ერთკვირიან ჭრილში 0.37%-ით გაიზარდა, შედეგად, ბანკის ერთი აქცია 16.14 გირვანქა სტერლინგი ღირს. ამ მატებით კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 3 მილიონი ფუნტით გაიზარდა და ის ამჟამად 890.22 მილიონს შეადგენს. გასულ კვირაში თიბისის აქციებით ვაჭრობის მოცულობა 58,560 აქცია იყო. 

"საქართველოს ბანკის" (BGEO) აქციების ღირებულება 0.26%-ით შემცირდა და ამჟამად ერთი აქციის ფასი 15.38 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ამ კლებით კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 2 მილიონი ფუნტით შემცირდა და ის ამჟამად 756.23 მილიონს შეადგენს. გასულ კვირაში საქართველოს ბანკის აქციებით ვაჭრობის მოცულობა 79,059 აქცია იყო. 

"საქართველოს კაპიტალის” (CGEO) აქციების ღირებულების ზრდამ 1.44% შეადგინა, შედეგად ერთი აქციის ფასი 6.35 გირვანქა სტერლინგი გახდა. აქციების ფასის მატების შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია წინა კვირასთან შედარებით 4 მილიონი ფუნტით გაიზარდა და ის ამჟამად 298.96 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. გასულ კვირაში “საქართველოს კაპიტალის” აქციებით ვაჭრობის მოცულობა 72,591 აქცია იყო.

წყარო - Galt & Taggart