09.დეკემბერი .2019 23:03

როგორ შეიცვალა "საქართველოს რკინიგზისა" და "ნავთობისა და გაზის კორპორაციის" ობლიგაციების ფასი 1 კვირაში

views 593
უკან

სახელმწიფო კომპანიების ობლიგაციების ღირებულება ლონდონში ბოლო 1 კვირის განმავლობაში მცირედით დაკლებულია. "გაყიდული ობლიგაციების რაოდენობაზე ინფორმაცია საჯარო არაა." ბონდები 0.05%-ით გაუფასურდა, "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის" კი 0.09%-ით.

მიუხედავად ამისა, 1 იანვრიდან - დღემდე ორივე მათგანი პოზიტიურ ტრენდს ინარჩუნებს და მათი ღირებულება Galt & Taggart-ის მონაცემებით, შესაბამისად 5.64% და 3.76%-ითაა გაზრდილი.

შეგახსენებთ, არცერთი კომპანიის ფასიანი ქაღალდები არაა დალისტული საფონდო ბირჟაზე და მასზე ე.წ “over the counter” გარიგებები იდება, შესაბამისად გაყიდული ობლიგაციების რაოდენობაზე ინფორმაცია საჯარო არაა.