მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ შეიცვალა საქართველოს მთავარი საექსპორტო ქვეყნების რეიტინგი 2020 წელს?

60088c61072f1
შოთა ტყეშელაშვილი
21.01.21 00:20
802
2020 წლის განმავლობაში საქართველოდან სულ $3.34 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელი გავიდა ექსპორტზე. ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ექსპორტმა $456 მილიონი დოლარით ანუ 12%-ით იკლო. საქსტატის ანგარიშიდან ირკვევა, რომ გასულ წელს აზერბაიჯანმა დაკარგა საქართველოს მთავარი საექსპორტო ბაზრის სტატუსი და ეს პოზიცია ჩინეთმა დაიკავა, სადაც ექსპორტი 113%-ით, $476 მილიონამდე გაიზარდა. ჩინეთში ექსპორტის ზრდა სპილენძის მადნებს უკავშირდება, რისი ექსპორტიც წელს გაორმაგდა.

2020 წელს, ფაქტობრივად, განახევრდა ექსპორტი სომხეთში, რომელიც 2019 წელს მთლიან ექსპორტში მესამე ადგილს იკავებდა, 2020-ში კი 56%-ით, $187 მილიონამდე შემცირდა და მეშვიდე ადგილი დაიკავა. მეორედან მესამე ადგილზე გადმოინაცვლა რუსეთმა, სადაც 2020 წელს $441 მილიონის ღირებულების საქონელი გავიდა ექსპორტზე.

საქართველოს მთავარი საექსპორტო ქვეყნების რეიტინგი:

1. ჩინეთი - $476 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 113.4%;
2. აზერბაიჯანი - $441.3 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -13.2%;
3. რუსეთი - $441 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -11.2%;
4. ბულგარეთი - $312 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 10%;
5. უკრაინა - $217 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -13.4%;
6. თურქეთი - $190 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -5.8%;
7. სომხეთი - $187 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -56.6%;
8. შვეიცარია - $106 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 28.8%;
9. ესპანეთი - $83 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 82%;
10. აშშ - $80 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -39.5%;
11. დანარჩენი ქვეყნები - $805 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -29.3%.

რაც შეეხება იმპორტს, 2020 წელს ის 15.9%-ით, ანუ $1.5 მილიარდი დოლარით შემცირდა და $8 მილიარდი შეადგინა. მათ შორის თანხობრივად - $210 მილიონი დოლარით თურქული იმპორტი შემცირდა და მან $1.4 მილიარდი დოლარი შეადგინა. რუსეთიდან იმპორტი $90 მილიონზე მეტად შემცირდა, ჩინეთიდან $150 მილიონით.