მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ შეიცვალა თბილისი ბოლო 20 წლის განმავლობაში? - სატელიტური ფოტოები

5e1059a719674
შოთა ტყეშელაშვილი
04.01.20 12:13
10177
რამდენად შესაძლებელია დღევანდელი და 20 წლის წინანდელი საქართველოს ერთმანეთთან შედარება? რომ შევადაროთ დავინახავთ, რომ დღეს საშუალოდ რამდენჯერმე უფრო მდიდრები ვართ ვიდრე 2000 წელს ვიყავით, მშპ ერთ მოსახლეზე 5.8-ჯერ, საშუალო ხელფასი (ინფლაციის გათვალისწინებით) ათჯერ, პენსიები კი 15-ჯერ არის გაზრდილი.

ეს ეკონომიკური განვითარება ცხადია აისახა იმ გარემოზეც, რომელშიც ვცხოვრობთ. დღეისთვის დედაქალაქის საბინაო ფონდის 20% მოდის ნაგებობებზე, რომლებიც მხოლოდ გასული 14 წლის განმავლობაში აშენდა. შესამჩნევად გაიზარდა ავტომობილების, ქალაქის მაცხოვრებლების, ისევე როგორც უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა. შეიქმნა ახალი უბნები, აშენდა სავაჭრო ცენტრები და სასტუმროები. თბილისის მრავალი მაცხოვრებლისთვის სოკოებივით ამოზრდილი ახალ-ახალი კორპუსების არქიტექტურა შესაძლოა, მხოლოდ ვიზუალურ კაკაფონიას წარმოადგენს. თუმცა, ამ მხრივ იმის თქმაც შეიძლება, რომ ესთეტიკურობით არც საბჭოთა პერიოდში აშენებული ტიპიური კორპუსები გამოირჩევიან.

დღეს, ისეთი სერვისებით, როგორიცაა Google Earth-ი ზედმიწევნითი სიზუსტით შეიძლება დაბრუნება 20 წლის წინანდელ საქართველოში და ზემოდან დათვალიერება ქვეყნის, რომელშიც პენსია დაგვიანებული, ბიუჯეტი კი მუდამ სეკვესტრირებული იყო.

სატელიტური ფოტოები

საქართველო 2001 წელს - გმირთა მოედანი:



გმირთა მოედანი 2019 წელს:




სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია 2001 წელს



სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია 2019 წელს:



მტკვრის მარჯვენა სანაპირო იუსტიციის სახლის აშენებამდე



2019 წელი:



თავისუფლების მოედანი 2001 წელს



თავისუფლების მოედანი 2019 წელს:



რიყე 2001 წელს:



რიყე და მშვიდობის ხიდი 2019 წელს



მშენებარე სამების საკათედრო ტაძარი 2001 წელს



სამების საკათედრო ტაძარი 2019 წელს



რესპუბლიკის მოედანი - ანდროპოვის ყურები და სასტუმრო ივერია 2001 წელს



რესპუბლიკის მოედანი 2019 წელს



"ლაგუნა ვერე" 2001 წელს



"ლაგუნა ვერე" 2019 წელს



"სოლოლაკის ბიზნესცენტრი" 2001 წელს:



"ბიზნესცენტრი" 2019 წელს:



სააკაძის მოედანი 2001 წელს



სააკაძის მოედანი 2019 წელს: