მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ შეიცვალა უძრავი ქონების ფასები თბილისის უბნებში?

5ecf6319d0027
შოთა ტყეშელაშვილი
28.05.20 11:15
3086
თიბისი ბანკმა, ISET-მა და ForSet-მა თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის უძრავი ქონების ბაზრის შესახებ გამოაქვეყნა მიმოხილვა, რომლის მიხედვით, 2020 წლის პირველ კვარტალში საქართველოში უძრავი ქონების ბაზარი 2019 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით 21.2%-ით შემცირდა, (ქვეყანაში 2019 წლის მეოთხე კვარტალში 34,602 ერთეული უძრავი ქონების რეალიზაცია მოხდა, 2020 წლის პირველ კვარტალში კი 27,273 ერთეულის). ხოლო 2019 წლის პირველ კვარტალთან შედარებით კი უძრავი ქონების ბაზარი 4.3%-ით შემცირდა.

კვლევის მიხედვით, 2020 წლის პირველ კვარტალში, თბილისის უბნების მიხედვით, ყველაზე მეტი ტრანზაქცია საბურთალოზე მდებარე ობიექტებზე განხორციელდა და მასზე მთლიანი ბაზრის 22.7% მოდიოდა. 17.5%-ით მეორე ადგილზე ვაკე, ხოლო მესამე ადგილზე კი 13.8%-ით გლდანი იმყოფება.

ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის პირველ კვარტალში ფასების ყველაზე მკვეთრი, 20%-იანი ზრდა ჩუღურეთში დაფიქსირდა, სადაც ერთი კვადრატული მეტრის საშუალო ფასი 948 დოლარია. ყველაზე მაღალი ფასი კი კვლავ მთაწმინდაზე ნარჩუნდება, სადაც ერთი კვადრატული მეტრის საშუალო ფასი 1,255 დოლარია.

უძრავი ქონების ფასები თბილისში უბნების მიხედვით:

● მთაწმინდა - 1,255 დოლარი, წლიური ზრდა 16%;
● ვაკე - 1,118 დოლარი, წლიური ზრდა 13%;
● საბურთალო - 976 დოლარი, წლიური ზრდა 9%;
● ჩუღურეთი - 948 დოლარი, წლიური ზრდა 20%;
● დიდუბე - 844 დოლარი, წლიური ზრდა 6%;
● კრწანისი - 943 დოლარი, წლიური ზრდა 5%;
● ისანი - 823 დოლარი, წლიური ზრდა 18%;
● ნაძალადევი - 675 დოლარი, წლიური ზრდა 8%;
● გლდანი - 659 დოლარი, წლიური ზრდა 13%;
● სამგორი - 624 დოლარი, წლიური ზრდა 2%.