მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ შეიცვლება ლარის კურსი - ეროვნული ბანკი 3 სცენარს აქვეყნებს

60548d3cb459b
შოთა ტყეშელაშვილი
19.03.21 15:31
12382
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გამოქვეყნა მაკროეკონომიკური საპროგნოზო სცენარები, რომელთა მიხედვითაც საშუალოვადიან პერიოდში შეიძლება საქართველოს ეკონომიკა განვითარდეს. მათ შორისაა ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის და ლარის გაცვლითი კურსის მოლოდინებიც. საუბარია საბაზისო; პოზიტიურ და ნეგატიურ ეკონომიკურ სცენარებზე. 

ეროვნული ბანკის საბაზო სცენარის თანახმად, წელს ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებით უცვლელად შენარჩუნდება; პოზიტიური სცენარის შემთხვევაში წელს ლარის კურსი დოლართან მიმართებით 5%-ით გამყარდება, ნეგატიური სცენარის მიხედვით კი 10%-იანი გაუფასურებაა მოსალოდნელი. 

გამოდის, რომ ეროვნული ბანკის საბაზისო სცენარი უფრო პოზიტიურია, ვიდრე საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P Global-ის შეფასება, რომელიც ლარის კურსის გაუფასურებას საბაზისო სცენარშივე განიხილავს და წლის ბოლოსთვის ერთი დოლარის ღირებულებას 3.5 ლარზე პროგნოზირებს.

რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას, საბაზისო სცენარის მიხედვით, ის წელს 4% იქნება, 2022 წელსა და 2023 წლებში კი 5%-იანი ზრდაა მოსალოდნელი. პოზიტიური სცენარის მიხედვით, წელს ზრდა 5%, 2022 წელს 6%, 2023-ში კი 5% იქნება. 

პესიმისტური სცენარის მიხედვით, ეპიდემიური მდგომარეობის გამო, ეკონომიკის მხოლოდ 1%-იანი ზრდაა გათვალისწინებული, ხოლო 2021 წლის ეკონომიკური ზრდა 3%-ის დონეზეა ნავარაუდევი. 

ინფლაციის კუთხით საბაზო სცენარი წელს 4.5%-იან ინფლაციას ითვალისწინებს. ოპტიმისტური სცენარით ინფლაცია 4% იქნება, ნეგატიურით კი-7%. 

ეროვნული ბანკი უმუშევრობის შესახებაც აკეთებს პროგნოზს. მისი საბაზო სცენარის მიხედვით, წელს უმუშევრობის დონე 1%-ით გაიზრდება. ოპტიმისტური სცენარით, უმუშევრობა უცვლელად შენარჩუნდება, პესიმისტური სცენარით კი 2.5%-ით გაიზრდება.