მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ შეიძლება შემცირდეს მედიკამენტებზე მოსახლეობის დანახარჯები? - “კურაციოს” მიგნება

61c20d28ad08e
თამთა ჯიჯავაძე
22.12.21 00:10
592
გრფ პოლიტიკას აქვს შესაძლებლობა შეამციროს მედიკამენტების ფასები და დანახარჯები საქართველოს მოსახლეობისთვის. ამის შესახებ აღნიშნულია საერთაშორისო ფონდ „კურაციოს“ მიერ გამოქვეყნებულ მიმოხილვაში, რომელიც გიორგი გოცაძემ და ლელა სულაბერიძემ მოამზადეს.

სტატიის მიხედვით, ფარმაცევტული სფეროს რეგულირება სახელმწიფოს მხრიდან იმდენად სუსტია, რომ ვერც მედიკამენტების ფასს არეგულირებს და ვერც მათი დანიშვნის მართებულობას. პრობლემა კი ქვეყნის წინაშე კვლავაც იმ აქტუალობით დგას, როგორც ეს 2013 წელს და უფრო ადრეც იყო.

რა შეიძლება გაკეთდეს პრობლემის მოსაგვარებლად? - სტატიის ავტორების თქმით, შესაძლოა გამოსავალი იყოს გარე რეფერენტული ფასწარმოქმნა (გრფ), რომელიც მედიკამენტების ფასების რეგულირების ერთ-ერთი ინსტრუმენტია, და რომლის გამოყენების შედეგად შესაძლებელია მედიკამენტები უფრო ხელმისაწვდომი გახდეს მოქალაქეებისთვის, ფასი დაუახლოვდეს მეზობელი ქვეყნების ფასს და დაიზოგოს როგორც ქვეყნის ბიუჯეტის ის ნაწილი, რაც მედიკამენტებზე იხარჯება, ასევე მოსახლეობის მიერ მედიკამენტებზე ჯიბიდან გადახდილი თანხები.

„ამ მეთოდის გამოყენების პრინციპი შემდეგია: კონკრეტული ქვეყანა, რომელშიც გრფ ინერგება მედიკამენტების ფასების შესახებ ინფორმაციას იღებს სხვა ქვეყნებიდან და ფასის გამოთვლის მეთოდოლოგიის გამოყენებით ადგენს საკუთარ ბაზარზე კონკრეტული მედიკამენტისთვის კონკრეტულ ფასს. გრფ-ს მეშვეობით სახელმწიფო წინასწარ შერჩეული მედიკამენტების ჯგუფის ანაზღაურებისთვის განსაზღვრავს ზღვრულ ფასს, რომელსაც სახელმწიფო გადამხდელი ან სადაზღვევო კომპანია იყენებს მოსახლეობისთვის მედიკამენტების ანაზღაურებისთვის. გარე რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმს ევროკავშირის თითქმის ყველა წევრი ქვეყანა იყენებს. გრფ პოლიტიკას იყენებს ასევე ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიც – ავსტრალია, კანადა, ბრაზილია, სამხრეთ აფრიკა, იორდანია და ლიბანი. ბოლო წლებია გრფ პოლიტიკის გატარება დაიწყეს ცენტრალური აზიის და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებშიც: ყაზახეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა“, - აღნიშნულია სტატიაში.

ავტორები მიუთითებენ, რომ სამეცნიერო ლიტერატურის მიხედვით, გრფ პოლიტიკა მედიკამენტებზე ფასებს ამცირებს და ასევე ამცირებს მოსახლეობის და/ან მთავრობის დანახარჯებს.

„გრფ პოლიტიკის შედეგად ფასების შემცირების მასშტაბი განსხვავებულია სხვადასხვა ქვეყანაში და მნიშვნელოვნად ვარირებს ქვეყნებს შორის.

მედიკამენტების ფასების და დანახარჯების შემცირება დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორებზე, უმთავრესად კი გრფ პოლიტიკისთვის შერჩეული ქვეყნების რაოდენობასა და შემადგენლობაზე, ფასის გამოთვლის მეთოდოლოგიაზე, რეფერენტულ ქვეყნებში მედიკამენტების შესახებ ფასების მოძიების და განახლების სიხშირეზე და ასევე, იმაზე თუ როგორია ქვეყანაში ფარმაცევტული სფეროს რეგულირება ანუ გრფ პოლიტიკასთან ერთად სხვა მექანიზმებიც გამოიყენება თუ არა ფასების რეგულირებისთვის.[x],[xi] მაგალითად, ბულგარეთში 2012 წელს გრფ დიზაინში შეტანილი ცვლილების შემდეგ, კერძოდ, მას შემდეგ რაც რეფერენტული ქვეყნების ნუსხა 8-დან 12-მდე გაიზარდა და რეფერენტულ ქვეყნებში მედიკამენტებზე ფასების შესახებ ინფორმაციის განახლებას ყოველწლიური ხასიათი მიეცა ანაზღაურებადი მედიკამენტების ფასები შემცირდა 4-დან 75.4%-მდე“, - წერენ სტატიის ავტორები.