მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ შეიძლება, უარი ვთქვათ ღვთისგან ნაბოძებ მწვანე რესურსზე?! - მინისტრი

60ab795b66b2d
ინგა მურუსიძე
24.05.21 14:06
827
ჰიბრიდული ენერგეტიკული ომის გამოკვეთილ ნიშნებს ვხედავთ, - ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნამახვანჰესის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟთან დაკავშირებით რამდენიმე კვირის წინ გააკეთა.

BM.GE ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასგან დაინტერესდა, რას აკეთებს მთავრობა, თუკი საუბრობს, რომ ჰესებთან დაკავშირებით ჰიბრიდული ომია:


„პრობლემა კომპლექსურია და დღეს არ დაწყებულა. ჯერ კიდევ 80-იანი წლებიდან მოდის გარკვეული უნდობლობა ჰესების მიმართ. რა თქმა უნდა, მთელ ამ პერიოდში მოქმედებდა ჰიბრიდული ომის და პროპაგანდის ელემენტები. ამას ვხედავ მე, რადგან მართლაც გაკვირვებული ვარ, რომ როცა გვაქვს მწვანე რესურსი, როგორ უნდა ვთქვათ მის სწორ და მდგრად გამოყენებაზე უარი, როცა ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი სამეზობლოს ქვეყნები მაქსიმალურად იყენებენ ენერგორესურსებს, თუნდაც აზერბაიჯანში შენდება ახალი თბოსადგურები, სომხეთში საუბარია ატომური სადგურის გაფართოებაზე, იგივე ხდება თურქეთში... და ჩვენ, ქვეყანა, რომელსაც ღვთით ნაბოძები მწვანე რესურსი გვაქვს, რაც მომავლის რესურსია და რაც უნდა გახდეს ევროპის მწვანე ენერგობაზრის ნაწილი, ამაზე როგორ შეიძლება უარი ვთქვათ?!“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, თითოეულ ენერგეტიკულ პროექტზე საჭიროა, დამატებითი განმარტების გაკეთება, თუმცა თურნავა დარწმუნებულია, რომ „ნამახვანჰესს“ საუკეთესო პროექტი აქვს.