მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“როგორ შეიძლება ვირუსი გავრცელდეს, როცა ასე ხარ ეკიპირებული?” - ცოტნე ჯაფარიძე

6009b06b5b874
ანუკა ჯოხაძე
21.01.21 22:00
3368
“გახსენით კურორტები”- ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართული ორგანიზაციები პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ. დღეს შესაბამისი წერილი მთავრობის მეთაურის სახელზე კომპანიებმა მთავრობის კანცელარიაში უკვე ჩააბარეს. როგორც ისინი ამბობენ, რეგულაციების დაცვით როგორც ადგილობრივი ბიზნესების, ისე თავად საბაგიროების გახსნა საფრთხეს არ წარმოადგენს და ის ბევრად უფრო უსაფრთხოა, ვიდრე დედაქალაქში არსებული პარკები, კვების ობიექტები, სილამაზის სალონები და სასურსათო მაღაზიები.

როგორც “ტრეფიკ თრეველის” მმართველი ცოტნე ჯაფარიძე ამბობს, მომდევნო ორი თვე მთის კურორტებისთვის გადამწყვეტია. მისი თქმით, განსაკუთრებით გუდაურის შემთხვევაში, რადგან გუდაურში სეზონი მხოლოდ ზამთარშია. გასულ წელს უწყლობისა და უთოვლობის გამო ჩავარდნილი სეზონის გამო, ადგილობრივმა ბიზნესებმა ისედაც ვერ შეძლეს შემოსავლების მიღება, ხოლო იმ შემთხვევაში თუ მთავრობა მათი გახსნის გადაწყვეტილებას არ მიიღებს, ბიზნესი მომავალ წლამდე შემოსავლის გარეშე რჩება.

“ბიზნესებმა უნდა იცოდნენ წინასწარ, დაახლოებით 10 დღით ადრე როდის გაიხსნება კურორტები. მთის კურორტების განვითარების კომპანიამ 10 დღე დაასახელა ვადად იმისთვის, რომ კურორტი მოემზადოს გასახსნელად, ამიტომ ახლავე უნდა მივიღოთ ამის შესახებ ინფორმაცია. ისედაც იმისთვის რომ კურორტმა იმუშაოს, მაქსიმუმ ორი თვე გვაქვს დარჩენილი, ესეც იმ შემთხვევაში თუ ბუნებრივმა პირობებმა ხელი შეგვიწყო. ახლა არის გადასადგამი ნაბიჯები. აქვე დამატებ, როგორ შეიძლება კურორტზე ვირუსის გავრცელების საფრთხე იყოს, როცა სრულად ხარ ეკიპირებული ნიღბით, სათვალით, ქუდით, ხელთათმანით და ქურთუკით, ამას ვერ ვხვდები", - ამბობს “ტრაფიკ თრეველის” მმართველი ცოტნე ჯაფარიძე.

ცნობისთვის, ტურიზმის ინდუსტრია 1 თებერვლიდან კურორტების გახსნას ითხოვს.