მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ შეუძლიათ ორგანიზაციებს უკეთესად მოემზადონ უსაფრთხო მომავლისთვის

616411d6c13da
BM.GE
12.10.21 09:00
5238
Spectre-ის დირექტორი ნათია წინწალაშვილი bm.ge-ს დღეს აქტუალურ კიბერუსაფრთხოების საკითხების და კომპანიის მიერ ბიზნესისთვის შეთავაზებულ საინტერესო აქციის შესახებ უყვება.

ბიზნესის მზარდი გაციფრულება, აპლიკაციების ინფრასტრუქტურის სირთულის განუხრელი ზრდა და ციფრული არხების მრავალფეროვნება წარმოქმნის ჩამოყალიბებული სენსიტიური გარემოს რეგულირებისა და დაცვის საჭიროებას.

აუცილებლად უნდა ავღნიშნოთ პანდემიის შედეგად გაზრდილი საფრთხეები - კომპანიები და ორგანიზაციები იძულებულნი გახდნენ სამუშაო პროცესი გადაეტანათ დისტანციური რეჟიმში,რამაც მონაცემთა დაცვა მეტად საჭირო გახადა, სხვადასხვა ონლაინ თავდასხმებისგან ან ნებისმიერი არასანქცირებული წვდომისგან.

მსოფლიოში ბიზნესი ყოველწლიურად მილიარდობით დოლარის ზარალს განიცდის კიბერდანაშაულის შედეგად. პანდემიის დაწყების შემდეგ, FBI– მ აღიარა კიბერდანაშაულის 300% –იანი ზრდა. (IMC Grupo).

2021 წლის დასაწყისში ჩატარებული კვლევებით მსოფლოში ბიზნესის ლიდერების გამოკითხულთა 68% გრძნობს, რომ მათი კიბერ უსაფრთხოების რისკები იზრდება. შედეგად, კიბერუსაფრთხოების ინდუსტრია არასდროს ყოფილა უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე დღეს.

კომპანიებს ხშირად უჭირთ გაიაზრონ, რომ კიბერუსაფრთხოება არ მიიღწევა მხოლოდ ცალკეული აპარატული ან პროგრამული კომპონენტების დანერგვით, რომ მას უნდა ჰქონდეს გაზომვადი კრიტერუმები, აზღვევდეს რისკებს და ითვალისწინებდეს ადამიანურ ფაქტორს. სწორედ კომპანია “სპექტრი “ ეხმარება ბიზნესს შეარჩიოს დაცვის სწორი სტრატეგია, აირჩიოს სწორი აპარატული და პროგრამული კოპონენტები და რაც მთავარია, შეიმუშაოს კიბერუსაფრთხოების პოლიტიკა, რომელიც უსაფრთხოებას ციფრულ გარემოში განიხილავს, როგორც უწყვეტ პროცესს, სადაც გათვალისწინებულია ყველა კომპონენტის მნიშვნელობა, არის ზომვადი და აზღვევს ბიზნესის რისკებს.

ჩვენ მუდმივად ვთავაზობთ ჩვენს მომხმარებლებს ბაზარზე არსებულ სიახლეებს და დღესაც ჩვენს ერთერთ საერთაშორისო პარტნიორთან Symantecთან ერთად მომხმარებელს ვთავაზობთ Symantec DLP-ს გადაწყვეტილების სატესტო დანერგვას,რაც რეალურ გამოცდილებაზე დაყრდნობით ინფორმაციული უსაფრთხოების და მონაცემთა დაცვის პრობლემების აღმოჩენაში დაეხმარება მათ . დეტალური ინფორმაცია შესაძლებელია იხილოთ  ბმულზე.


სპექტრი 2017 წელს დაარსდა, იგი მულტივენდორული კომპანიაა - არაერთი მსოფლიო ბრენდის პარტნიორია საქართველოში. მისი ბიზნეს მოდელით, პარტნიორების დიდი ქსელით, პროცესებში მოქნილობითა და ექსპერტულ გამოცდილებაზე დაყრდნობით მომხმარებელს სწრაფ, ეფექტურ და ინოვაციურ გადაწყვეტებს სთავაზობს, რაც მათ წარმატებული და მომგებიანი ბიზნესის კეთებაში ეხმარება.

კომპანიას გააჩნია სერვისების ის სრული პორტფოლიო, რაც დღეს და მომავალში კიდევ უფრო მოთხოვნადი იქნება ბაზარზე სხვადასხვა დარგის წარმატებულად ოპერირებისთვის: აიტი სტრატეგიის შემუშავება და კონსულტაცია; IT აუდიტი და შეფასება, გამოთვლითი, შემნახველი და საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის მიწოდება და დანერგვა, დატა-ცენტრების მშენებლობა და აღჭურვა, ინფორმაციული და კიბერუსაფრთოების სერვისები და ქლაუდ სერვისები. ამას გარდა, კომპანია აქტიურადაა ჩართული სამშენებლო ინტეგრაციის ბიზნესშიც, სადაც უაღრესად მნიშვნელოვანია მაღალხარისხიანი ინფრასტრუქტურა, ე.წ „ჭკვიანი სახლების“ სისტემები და მრავალი სხვა ქვესისტემა.


(NS)