მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ შევარჩიოთ მოთხოვნადი პროფესია?

63257f3618d23
მარიამ იზორია
17.09.22 17:49
1200
“ნიუტონის თავისუფალი სკოლის“ დირექტორი და დამფუძნებელი BMGDRIVE-ს ეთერში აღნიშნავს, შრომის ბაზრისთვის საჭირო პროფესიის შერჩევისას მთავარი დატვირთვა სკოლაზე მოდის და სწორედ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, მოსწავლეებს უნდა ჰქონდეთ წვდომა თუ რას ნიშნავს ესა თუ ის პროფესია.

„ჩემი აზრით, აუცილებელია იმ მიდგომის შეცვლა, რომელიც კლასიკურ პროფესიების მიმართ მოთხოვნას ქმნის. ოღონდ ეს არ უნდა მოხდეს ხელოვნურად. ანუ ვიღაც კი არ უნდა დაჯდეს და თქვას, რომ ამდენი იურისტი არ გვჭირდება და მოდი შევამციროთ კვოტა ამ ფაკულტეტებზე, აქ პირიქით, სკოლის ნაწილზე მოდის დატვირთვა.

სკოლის დახმარებით მოსწავლეებმა უნდა გაიგონ თუ რას ნიშნავს ესა თუ ის პროფესია. მაგალითად, უნდა იცოდნენ რა არის პროგრამირება და ა.შ. ბავშვებმა ეს არ იციან. ჩვენ კი დღეს ასეთი სურათი გვაქვს - ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მთავარი საგანი მათემატიკაა და ამასთან, ქართულ სკოლებში მათემატიკის სწავლების ხარისხი დაბალია. ამიტომ არც იციან, არც აქვთ საშუალება და უწევთ ხოლმე ტრადიციულად აქტუალური პროფესიების არჩევა. ამიტომ გვაქვს ის შედეგი რაც არის“, - განმარტავს გიორგი მელაძე.