03.სექტემბერი .2019 17:42

როგორ შეხვდნენ მეთხილეები ახალ ვალდებულებას

views 485
უკან

„ექსპორტიორი კომპანიებისთვის HACCP-ის სტანდარტის დანერგვა, ევროპაში ქართული თხილის სანდოობის ამაღლებას ემსახურება“- ასე განმარტავს bm.ge-სთან საუბარში, თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავჯდომარე, მერაბ ჭითანავა თხილის გულის ექსპორტიორების ახალ ვალდებულებას.

„სახელმწიფომ საკმაოდ ვრცელი წინამოსამზადებელი სამუშაოები ჩაატარა და დიდი დრო დაუთმო ამ კანონის იმპლემენტაციას, შესაბამისად, ყველა მსხვილი ექსპორტიორი ამ ცვლილების შესახებ ერთი წლის წინ ფლობდა ინფორმაციას. მე არ ვიცნობ ექსპორტიორს, რომელსაც HACCP-ის სტანდარტი არ აქვს დანერგილი, ყველა მზად იყო ამ ცვლილებისთვის. შესაბამისად ეს ბიზნეოპერატორების მუშაობის შემაფერხებელ ფაქტორს არ წარმოადგენს“,- აცხადებს მერაბ ჭითანავა.

ბიზნესოპერატორისთვის, რომელიც ახორციელებს ექსპორტისთვის განკუთვნილი თხილის გულისა და გადამუშავებული თხილის გულის დამზადებას, HACCP-ის სტანდარტის დანერგვა საშუალოდ 3-დან 4-ათას ლარამდე მერყეობს.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ბიზნესოპერატორი, რომელიც ახორციელებს ექსპორტისთვის განკუთვნილი თხილის გულისა და გადამუშავებული თხილის გულის დამზადებას, ვალდებულია, დანერგოს სურსათის უვნებლობის პროცედურები საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემის პრინციპების შესაბამისად.

ცვლილება თხილის ტექნიკურ რეგლამენტში 26 აგვისტოს შევიდა.