მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ სრულდება 2020 წლის ბიუჯეტი? - 7 თვის ანგარიში

5f4a2ca2c6bf1
შოთა ტყეშელაშვილი
29.08.20 14:20
1691
2020 წლის ბიუჯეტის მოცულობა რეკორდულია და ჯამურად 15.9 მილიარდ ლარს მიაღწევს. ამ დროისთვის სახელმწიფო ხაზინას გამოქვეყნებული აქვს ბიუჯეტის შესრულების 7 თვის ანგარიში, რომლის თანახმადაც ბიუჯეტის ხარჯვამ ამ პერიოდში 8.4 მილიარდი ლარი შეადგინა. ამასთან, დოკუმენტიდან ირკვევა, რომ საგარეო კრედიტების სახით ქვეყანაში უკვე გადმორიცხულია 2.7 მილიარდი ლარის მოცულობის რესურსი, ხოლო ადგილობრივი ვალით კი სახელმწიფომ 1.26 მილიარდის მობილიზება მოახდინა. ვალდებულებების ზრდით მთავრობა გადასახადების საპროგნოზო მაჩვენებლის შემცირებას აბალანსებს.

სახელმწიფო ხაზინის მიერ მომზადებული ანგარიში ბიუჯეტის შესრულების შესახებ:

"იანვარ-ივლისში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა შეადგინა სულ 10 019 330.9 ათასი ლარი; მათ შორის: სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები მიღებული იქნა 5 957 346.7 ათასი ლარის მოცულობით, არაფინანსური აქტივების კლებით მიღებულმა შემოსულობებმა შეადგინა 58 015.2 ათასი ლარი, ფინანსური აქტივების კლებით მიღებული იქნა 100 203.2 ათასი ლარი, ხოლო ვალდებულებების ზრდით 3 903 765.8 ათასი ლარი.

2020 წლის იანვარ-ივლისში მიღებული სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებმა (5 957 346.7
ათასი ლარი) შეადგინა ცხრა თვის საპროგნოზო მოცულობის (7 157 012.0 ათასი ლარი) 83.2%; მათ შორის:

გადასახადების ცხრა თვის საპროგნოზო მოცულობამ შეადგინა 6 577 378.7 ათასი ლარი, ფაქტიურად მიღებული იქნა 5 388 576.8 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მოცულობის 81.9%; მათ შორის:

„გადასახადები შემოსავალზე, მოგებაზე და კაპიტალის ღირებულების ნაზრდზე“ საპროგნოზო მოცულობამ შეადგინა 2 938 279.3 ათასი ლარი, მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 2 485 529.3 ათასი ლარი, რაც გეგმის 84.6%–ია; მათ შორის:
„საშემოსავლო გადასახადის“ ცხრა თვის საპროგნოზო მოცულობამ შეადგინა 2 246 420.3 ათასი ლარი, ფაქტიურად მიღებული იქნა 1 855 328.5 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მოცულობის 82.6%;

„მოგების გადასახადის“ სახით მიღებული შემოსავლების მოცულობამ 630 200.8 ათასი ლარი) შეადგინა ცხრა თვის საპროგნოზო მოცულობის (691 859.0 ათასი ლარი) 91.1%.
გადასახადებმა ქონებაზე შეადგინა 0.5 ათასი ლარი.
„გადასახადები საქონელსა და მომსახურებაზე“ ცხრა თვის საპროგნოზო მოცულობამ შეადგინა 3 558 000.4 ათასი ლარი, მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 2 807 556.1 ათასი ლარი, რაც გეგმის 78.9%–ია; მათ შორის:

„დამატებული ღირებულების გადასახადის“ ცხრა თვის საპროგნოზო მოცულობამ შეადგინა 2 635 989.2 ათასი ლარი, ფაქტიურად მიღებული იქნა 2 054 773.0 ათასი ლარი, ანუ
საპროგნოზო მოცულობის 78%;

„აქციზის“ სახით მიღებულმა შემოსავლებმა შეადგინა 752 783.1 ათასი ლარი, რაც საპროგნოზო მოცულობის (922 011.2 ათასი ლარი) 81.6%–ია;

„გადასახადები საგარეო ვაჭრობასა და საგარეო ეკონომიკურ ოპერაციებზე“ (იმპორტის გადასახადი) ცხრა თვის საპროგნოზო მოცულობამ შეადგინა 52 000.0 ათასი ლარი, მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 42 722.6 ათასი ლარი, რაც გეგმის 82.2%–ია.

„ვალდებულებების ზრდით“ მიღებული შემოსულობების მოცულობამ შეადგინა 3 903 765.8 ათასი ლარი, რაც ცხრა თვის საპროგნოზო მოცულობის (5 216 620.7 ათასი ლარი) 74.8%-ია: მათ შორის:
- საშინაო ვალდებულებების ზრდით ფაქტიურად მიღებული იქნა – 1 263 899.4 ათასი ლარი, ანუ ცხრა თვის საპროგნოზო მოცულობის (1 585 000.0 ათასი ლარი) 79.7%;
- საგარეო ვალდებულებების ზრდით მიღებული იქნა – 2 639 866.4 ათასი ლარი, რაც საპროგნოზო მოცულობის (3 631 620.7 ათასი ლარი) 72.7%–ია: მათ შორის:
- საინვესტიციო გრძელვადიანი შეღავათიანი კრედიტები - 677 143.6 ათასი ლარი, რაც საპროგნოზო მოცულობის (801 620.7 ათასი ლარი) 84.5%-ია; მათ შორის:
– ინვესტიციური კრედიტების ფარგლებში ჩარიცხული თანხების შესახებ ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ვალის და საგარეო დაფინანსების დეპარტამენტის ინფორმაციით, სახაზინო სამსახურის ერთიანი ანგარიშის გაუვლელად მიღებული კრედიტები სულ 374 129.2 ათასი ლარი;
– სახაზინო სამსახურის მომსახურებაზე მყოფი ინვესტიციური პროექტების კრედიტები სულ 303 014.4 ათასი ლარი;
– საგარეო წყაროებიდან მიღებული ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტები – 1 962 722.8 ათასი ლარი, რაც საპროგნოზო მოცულობის (2 830 000.0 ათასი ლარი) 69.4%-ია. ინვესტიციური კრედიტებისა და გრანტების ფარგლებში ჩარიცხული თანხების შესახებ
ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ვალის და საგარეო დაფინანსების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციიდან, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების შესრულების ანგარიშგებაში ასახვისას ამოითიშა კრედიტების და გრანტების თანხები 151 063.5 ათასი ლარი, რომელიც ჩაირიცხა ხაზინის სავალუტო ანგარიშზე და პროექტის განმახორციელებლების მიერ, ხარჯების გაწევის შესაბამისად, ხდება კონვერტირება და ხაზინის ერთიან ანგარიშზე ჩარიცხვის გზით ბიუჯეტის შემოსულობებში მიმართვა.
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი ბიუჯეტის მხარჯავი ერთეულების მიერ მიღებული საკონსულო მოსაკრებლის, დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული
მომსახურების საფასურისა და ბიუჯეტის სხვა შემოსულობების აღრიცხვისა და გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 15 ოქტომბრის #835 ბრძანებულების შესაბამისად, საკონსულო მოსაკრებლებისა და ბიუჯეტის სხვა შემოსულობების სახით, საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილობითი მომართვების საფუძველზე, 2020 წლის იანვარ- ივლისში სახაზინო სამსახურის მიერ ხაზინის ერთიან ანგარიშზე გატარდა და სახელმწიფო ბიუჯეტის როგორც შემოსულობებში, ასევე გადასახდელებში, ასახული იქნა წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მიერ მიღებული და ადგილზე გახარჯული თანხები, სულ 1 258.2 ათასი ლარი.

სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელები

2020 წლის ცხრა თვის გეგმით გასაწევი სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელები განისაზღვრა 11 947 412.9 ათასი ლარით (მათ შორის საბიუჯეტო სახსრები – 11 107 915.8 ათასი ლარი, კრედიტები და გრანტები 839 497.2 ათასი ლარი); გადახდამ შეადგინა 8 428 646.6 ათასი ლარი, (მათ შორის საბიუჯეტო სახსრებით გაწეული საკასო ხარჯების მოცულობა 7 786 826.5 ათასი ლარი, ხოლო კრედიტებიდან და გრანტებიდან გაწეული საკასო ხარჯების მოცულობა 641 820.1 ათასი ლარი), რაც ცხრა თვის საგეგმო მაჩვენებლის 70.5%-ს შეადგენს. საბიუჯეტო სახსრებით გაწეული საკასო ხარჯების მოცულობამ 2020 წლის იანვარ-ივლისის მთლიან ხარჯებში შეადგინა 92.4%, ხოლო კრედიტებიდან და გრანტებიდან გაწეული ხარჯების მოცულობამ კი მთლიანი ხარჯების 7.6%.

„შრომის ანაზღაურების“ მუხლით ხარჯების დასაფინანსებლად 2020 წლის ცხრა თვის გეგმით გათვალისწინებულია 1 166 951.7 ათასი ლარი. გადახდამ შეადგინა 875 504.9 ათასი ლარი, რაც საგეგმო მაჩვენებლის 75%–ს შეადგენს.

„საქონელი და მომსახურების“ მუხლით 2020 წლის ცხრა თვის გეგმით განსაზღვრულია 1 141 470.4 ათასი ლარის გამოყოფა. გადახდამ შეადგინა 743 972.5 ათასი ლარი, რაც ცხრა თვის საგეგმო მაჩვენებლის 65.2%–ია.

„პროცენტის“ დაფარვის მუხლით 2020 წლის ცხრა თვის გეგმით გათვალისწინებულია 576 531,0 ათასი ლარის გამოყოფა. გადახდამ შეადგინა 467 968.0 ათასი ლარი, რაც გეგმის
81.2%–ს შეადგენს. მათ შორის:

– საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურებისათვის საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაწეულმა ხარჯებმა შეადგინა 202 401.5 ათასი ლარი, რაც ცხრა თვის საგეგმო მაჩვენებლის (242 500.0 ათასი ლარი) 83.5%-ია;
– საშინაო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურებისათვის საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაწეულმა ხარჯებმა შეადგინა 265 566.5 ათასი ლარი, რაც საგეგმო მაჩვენებლის (334 031.0 ათასი ლარი) 79.5%-ია.
„სუბსიდიების“ მუხლით გასაწევი ხარჯების 2020 წლის ცხრა თვის გეგმამ შეადგინა 459 826.3 ათასი ლარი, გადახდამ 285 921.1 ათასი ლარი, რაც გეგმის 62.2%–ს შეადგენს.

აღნიშნული მუხლიდან შეღავათიანი აგროკრედიტების დასაფინანსებლად 2020 წლის ცხრა თვის გეგმით განისაზღვრა 49 500.0 ათასი ლარი, გაწეულმა საკასო ხარჯმა შეადგინა 40 584.5 ათასი ლარი, რაც გეგმის 81.9%-ია.

„გრანტების“ მუხლით გასაწევი ხარჯების 2020 წლის ცხრა თვის გეგმამ შეადგინა 716 745.6 ათასი ლარი, გადახდამ შეადგინა 330 034.7 ათასი ლარი, რაც საგეგმო მაჩვენებლის 46%– ია.

ხარჯების აღნიშნული კატეგორიიდან 2020 წლის იანვარ-ივლისში ავტონომიური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებს ტრანსფერების სახით გადაერიცხათ 209 964.5 ათასი ლარი, რაც საგეგმო მაჩვენებლის (273 624.3 ათასი ლარი) 76.7%– ია.

„სოციალური უზრუნველყოფის“ მუხლით 2020 წლის იანვარ-ივლისში გადახდამ შეადგინა 3 014 560.6 ათასი ლარი, რაც ცხრა თვის საგეგმო პარამეტრის (4 186 099.0 ათასი ლარი) 72%–ია.

აღნიშნული მუხლიდან მოსახლეობის სოციალური დაცვის ხარჯების დასაფინანსებლად 2020 წლის ცხრა თვის გეგმით განისაზღვრა 2 975 904.5 ათასი ლარი, გადახდამ შეადგინა 2 109 965.6 ათასი ლარი, რაც გეგმის 70.9%–ია. მათ შორის: საპენსიო უზრუნველყოფის დაფინანსების ხარჯებმა შეადგინა 1 272 485.6 ათასი ლარი, რაც გეგმის (1 674 304.0 ათასი ლარი) 76%–ია; მოსახლეობის მიზნობრივი ჯგუფების სოციალური დახმარებების ხარჯების დასაფინანსებლად ცხრა თვის გეგმით განისაზღვრა 587 825.3 ათასი ლარი, საკასო ხარჯმა შეადგინა 455 986.9 ათასი ლარი, რაც გეგმის 77.6%-ია. ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების ხარჯების დასაფინანსებლად ცხრა თვის გეგმით განისაზღვრა 881 909.1 ათასი ლარი, საკასო ხარჯმა შეადგინა 745 837.6 ათასი ლარი, რაც გეგმის 84.6%-ია; მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დასაფინანსებლად ცხრა თვის გეგმით განისაზღვრა 656 513.0 ათასი ლარი, საკასო ხარჯმა შეადგინა 617 335.9 ათასი ლარი, რაც გეგმის 94%-ია.

„სხვა ხარჯების“ მუხლით 2020 წლის ცხრა თვის გეგმა განისაზღვრა 1 164 181.5 ათასი ლარით, გადახდამ შეადგინა 958 132.6 ათასი ლარი, რაც გეგმის 82.3%–ს შეადგენს.

აღნიშნული მუხლიდან ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დასაფინანსებლად ცხრა თვის გეგმით განისაზღვრა 578 030.3 ათასი ლარი, გაწეულმა საკასო ხარჯმა შეადგინა 522 202.8 ათასი ლარი, რაც გეგმის 90.3%-ია.

„არაფინანსური აქტივებისა და მათზე ოპერაციების კლასიფიკაციით“ 2020 წლის ცხრა თვის გეგმით განისაზღვრა 1 537 737.9 ათასი ლარის ასიგნებები; გადახდამ შეადგინა 1 047 765.0 ათასი ლარი, რაც გეგმის 68.1%–ს შეადგენს. მათ შორის:

საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ღონისძიებების დასაფინანსებლად ცხრა თვის გეგმით განისაზღვრა 855 786.5 ათასი ლარი. გადახდამ (637 815.6 ათასი ლარი) შეადგინა საგეგმო მაჩვენებლის – 74.5%.

„ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების და მათზე ოპერაციების კლასიფიკაციით“, 2020 წლის ცხრა თვის გეგმით ფინანსური აქტივებით ოპერაციების დასაფინანსებლად განსაზღვრულია 215 158.2 ათასი ლარის გამოყოფა. გადახდამ შეადგინა 140 605.0 ათასი ლარი, რაც გეგმის 65.3%–ს შეადგენს.

„ვალდებულებების კლების“ მუხლით 2020 წლის ცხრა თვის გეგმით განისაზღვრა 782 711.4 ათასი ლარის გამოყოფა. გადახდამ შეადგინა 564 182.3 ათასი ლარი, რაც გეგმის 72.1%–ს შეადგენს. მათ შორის:

- საშინაო სახელმწიფო ვალდებულებების დაფარვისათვის გაწეულმა საკასო ხარჯებმა შეადგინა 24 129.1 ათასი ლარი, რაც ცხრა თვის გეგმის (34 129.1 ათასი ლარი) 70.7%-ია;
– საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების დაფარვისათვის გაწეულმა საკასო ხარჯებმა შეადგინა (540 053.2 ათასი ლარი), რაც გეგმის (748 582.3 ათასი ლარი) 72.1%-ია.

სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელები ფუნქციონალურ ჭრილში

2020 წლის იანვარ-ივლისში სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯებმა ფუნქციონალურ ჭრილში შეადგინა 7 723 859.3 ათასი ლარი და ძირითადი ფუნქციონალური კატეგორიების მიხედვით, შემდეგი სტრუქტურით ხასიათდება:

საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების ხაზით გაწეულმა საკასო ხარჯმა შეადგინა 920 881.7 ათასი ლარი, რაც გეგმიური მაჩვენებლის (1 557 803.9 ათასი ლარი) 59.1%– ია. აღნიშნულ ხარჯებში აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობის ხარჯების დაფინანსებამ შეადგინა 196 792.5 ათასი ლარი, რაც გეგმის (439 430.5 ათასი ლარი) 44.8% და საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების ხარჯების 21.4%-ია. სახელმწიფო ვალებთან დაკავშირებული ოპერაციების ხარჯების დაფინანსების – 469 190.1 ათასი ლარი, ანუ გეგმის (581 834.5 ათასი ლარი) 80.6% და საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების ხარჯების 50.9%.

თავდაცვის ღონისძიებების ხარჯების დასაფინანსებლად 2020 წლის ცხრა თვის გეგმით გათვალისწინებულია 633 016.0 ათასი ლარის გამოყოფა; გაწეულმა საკასო ხარჯმა შეადგინა 494 748.1 ათასი ლარი, ანუ გეგმიური მაჩვენებლის 78.2%, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების მთლიანი მოცულობის (7 723 859.3 ათასი ლარი) 6.4%.

საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების ხაზით 2020 წლის ცხრა თვის გეგმით განსაზღვრულია 931 759.6 ათასი ლარის გამოყოფა, გაწეულმა საკასო ხარჯმა შეადგინა 663 314.6 ათასი ლარი, ანუ გეგმიური მაჩვენებელის 71.2%, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების მთლიანი მოცულობის 8.6%; მათ შორის: პოლიციის სამსახურის და სახელმწიფო დაცვის ხარჯების დაფინანსებამ შეადგინა 360 765.1 ათასი ლარი, ანუ გეგმის (506 007.1 ათასი ლარი) 71.3%; სასამართლოებისა და პროკურატურის დაფინანსების ხარჯებმა (68 186.4 ათასი ლარი) შეადგინა გეგმის (103 112.9 ათასი ლარი) 66.1%; სასჯელაღსრულების დაწესებულებების დაფინანსების ხარჯებმა შეადგინა 80 581.8 ათასი ლარი, რაც გეგმის (109 105.0 ათასი ლარი) 73.9%–ია.

ეკონომიკური საქმიანობის ხაზით 2020 წლის ცხრა თვის გეგმით გათვალისწინებულია 1 788 007.6 ათასი ლარის გამოყოფა, ხოლო გაწეულმა საკასო ხარჯმა შეადგინა 1 163 642.7 ათასი ლარი, ანუ გეგმიური მაჩვენებელის 65.1%. აღნიშნულ ხარჯებში საერთო ეკონომიკური, კომერციული და შრომით რესურსებთან დაკავშირებული საქმიანობის დაფინანსების ხარჯებმა (38 248.3 ათასი ლარი) შეადგინა გეგმის (193 900.3 ათასი ლარი) 19.7%; სოფლის მეურნეობის, სატყეო მეურნეობის, მეთევზეობისა და მონადირეობის დაფინანსების ხარჯებმა (187 815.2 ათასი ლარი), გეგმის (351 825.1 ათასი ლარი) 53.4% შეადგინა; ტრანსპორტის ხარჯების დასაფინანსებლად გათვალისწინებულია 956 083.3 ათასი ლარის გამოყოფა, გაწეულმა საკასო ხარჯმა შეადგინა 713 834.9 ათასი ლარი, ანუ გეგმიური მაჩვენებელის 74.7%.

გარემოს დაცვის ხაზით ცხრა თვის გეგმით გათვალისწინებულია 67 957.4 ათასი ლარის გამოყოფა, ხოლო გაწეულმა საკასო ხარჯმა შეადგინა 49 615.5 ათასი ლარი, ანუ გეგმიური მაჩვენებელის 73%.

საბინაო–კომუნალური მეურნეობის ხაზით ცხრა თვის გეგმით გათვალისწინებულია 84 513.6 ათასი ლარის გამოყოფა, ხოლო გაწეულმა საკასო ხარჯმა შეადგინა 62 321.7 ათასი ლარი, ანუ გეგმიური მაჩვენებელის 73.7%. მათ შორის, წყალმომარაგების ხარჯების დასაფინანსებლად გათვალისწინებულია 71 605.0 ათასი ლარის გამოყოფა, გაწეულმა საკასო ხარჯმა შეადგინა 60 040.7 ათასი ლარი, რაც გეგმის 83.8%–ია.

ჯანმრთელობის დაცვის ხაზით ცხრა თვის გეგმით განსაზღვრულია 1 226 946.8 ათასი ლარის გამოყოფა, ხოლო გაწეულმა საკასო ხარჯმა შეადგინა 927 100.9 ათასი ლარი, ანუ გეგმიური მაჩვენებელის 75.6%, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების მთლიანი მოცულობის 12%; ამბულატორიული მომსახურების ხარჯების დასაფინანსებლად გათვალისწინებულია 691 074.3 ათასი ლარის გამოყოფა, საკასო ხარჯმა (635 988.2 ათასი ლარი) შეადგინა გეგმიური მაჩვენებლის 92%; საავადმყოფოების მომსახურებისათვის გაწეულმა ხარჯებმა (125 751.2 ათასი ლარი) შეადგინა გეგმის (166 725.8 ათასი ლარი) 75.4%; საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურების ხარჯები დაფინანსდა – 34 328.2 ათასი ლარით, რაც გეგმის (52 899.0 ათასი ლარი) 64.98%–ია.

განათლების სფეროს დასაფინანსებლად ცხრა თვის გეგმით გათვალისწინებულია 1 111 770.7 ათასი ლარის გამოყოფა; გაწეულმა საკასო ხარჯმა (900 474.4 ათასი ლარი), შეადგინა გეგმიური მაჩვენებელის 81% და სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების მთლიანი მოცულობის 11.7%; აღნიშნულ ხარჯებში ზოგადი განათლების დაფინანსებამ შეადგინა – 542 634.2 ათასი ლარი, რომელიც გეგმის (604 509.0 ათასი ლარი) 89.8%-ია; უმაღლესი განათლების დაფინანსებამ – 94 728.3 ათასი ლარი, რაც გეგმის (95 034.3 ათასი ლარი) 99.7%–ია.

სოციალური დაცვის ხაზით ცხრა თვის გეგმით განსაზღვრულია 3 301 765.6 ათასი ლარის გამოყოფა; გაწეულმა საკასო ხარჯმა შეადგინა 2 343 502.1 ათასი ლარი, ანუ გეგმიური მაჩვენებელის 71%, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების მთლიანი მოცულობის 30.3%. ხანდაზმულთა სოციალური დაცვის ხარჯების დასაფინანსებლად განსაზღვრულია 1 703 888.6 ათასი ლარის გამოყოფა, საკასო ხარჯმა შეადგინა 1 295 225.4 ათასი ლარი, ანუ გეგმის 76%; ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვისთვის გაწეულმა ხარჯებმა შეადგინა 497 136.4 ათასი ლარი, რაც გეგმის (658 744.2 ათასი ლარი) 75.5%–ია.

საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდი

საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საანგარიშო პერიოდში გამოყოფილი ასიგნებების მოცულობამ შვიდ შემთხვევაში შეადგინა სულ 10 925.4 ათასი ლარი.
გამოყოფილი ასიგნებებიდან საანგარიშო პერიოდის განმავლობაში გაწეულმა საკასო ხარჯმა შეადგინა სულ 9 657.6 ათასი ლარი.