მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ სრულდება ენერგეტიკაში ევროკავშირთან აღებული ვალდებულებები – ანგარიში დღეს გახდება ცნობილი

5dcd57f4acc00
BM.GE
15.11.19 09:00
1251
საქართველოს მიერ ენერგეტიკის სექტორში ევროკავშირთან აღებული ვალდებულებების შესრულების თაობაზე დღეს გახდება ცნობილი. სწორედ ამ თემაზე, დღეს, 13:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს დირექტორი იანეზ კოპაჩი (Energy Community Secretariat Director Janez Kopac) ბრიფინგს გამართავს.

„როგორც თქვენთვის ცნობილია, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებისა და ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან საქართველოს მიერთების შესახებ ოქმით (2016 წლის 14 ოქტომბერი) გაწერილი ვალდებულებების შესაბამისად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ევროკავშირის სამართლებრივ ნორმებთან ჰარმონიზაციის მიზნით, ენერგეტიკის სექტორში რიგ მნიშვნელოვან საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობს. აღნიშნული პროცესი ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთან მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში წარიმართება და მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა ლიბერალიზებული ენერგეტიკული ბაზრის შექმნა, მიწოდების უსაფრთხოების ამაღლება, ენერგოეფექტურობის განვითარება, განახლებადი ენერგიების ათვისების ხელშეწყობა და ენერგეტიკული სტატისტიკის ნორმების გაუმჯობესება და სხვა.

აღსანიშნავია, რომ ენერგეტიკული გაერთიანების ოქმით საქართველოს ვალდებულებას წარმოადგენს კანონმდებლობათა შემუშავება კონკრეტული ვადების დაცვით.

დღეის მდგომარეობით პარლამენტში მიმდინარეობს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კანონპროექტისა და განახლებადი ენერგიის თაობაზე კანონპროექტის მეორე მოსმენით მიღება“, – ნათქვამია სამდივნოს მიერ გავრცელებულ პრეს–რელიზში.