13.მარტი .2020 13:10

როგორ უნდა დასტაბილურდეს ლარი? - "რთულ გადაწყვეტილებებზე გვაქვს საუბარი"

views 371
უკან

„თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე მიიჩნევს, რომ გარე ფაქტორები ლარის კურსზე დიდ ზეგავლენას ახდენს.

როგორც მან ეროვნული ვალუტის მნიშვნელოვანი გაუფასურების კომენტირებისას განაცხადა, გუშინ მთავრობის, ბანკებისა და ეროვნული ბანკის შეხვედრაზე ითქვა, რომ ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა, რაც ქვეყანაში არსებობს და უნდა მოიძებნოს შესაბამისი გადაწყვეტის გზები.

„ვფიქრობ, რომ გამოსავლის გზები არსებობს. პრობლემა იმდენად გლობალურია, რომ გადაწყვეტილება ერთობლივად უნდა იქნას მიღებული.

რთულ გადაწყვეტილებებზე გვაქვს საუბარი, მაგრამ მიზეზები არის მარტივი, ერთ-ერთი ძირითადი წყარო არის უცხოური ვალუტის შემოდინება, რაც არის ტურიზმი. მოგეხსენებათ, ტურიზმის კლება გვაქვს, რაც დასათვლელია ზარალის კუთხით. ასევე მოგეხსენებათ შემცირებულია უცხოეთში დასაქმებული ქართველების მხრიდან გადმორიცხული თანხები, ესეც დასათვლელია და მნიშვნელოვანია, რა იქნება ამ მხრივ მომდევნო თვეებში. კარგია, რომ ნავთობზე ფასი შემცირდა. ჯამში, უნდა მოხდეს დაბალანსება. მიდის ფიქრი, რომ არსებობს ფაქტორები, რომელიც ცუდად მოქმედებს, მაგრამ ასევე უნდა მოვძებნოთ ფაქტორები, რამაც შეიძლება მდგომარეობა დააბალანსოს“, - განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა