მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ უნდა გადაეწყოს სახელმწიფო ბიუჯეტი? - მაჭავარიანის განმარტება

5e777c56591dc
BM.GE
22.03.20 18:55
1046
"ბიუჯეტი უნდა გადაეწყოს იმ სულისკვეთებით, რომ შევქმნათ სოციალური დაცვის მექანიზმები და მოხდეს ეკონომიკის სტიმულირება", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.

როგორც მან აღნიშნა, მთავრობა ეკონომიკის სტიმულირების რამდენიმე სცენარზე მუშაობს.

"ამჟამად, ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვნად შეზღუდული როგორც ეკონომიკური, ისე სოციალური აქტივობები, იმიტომ, რომ ვმართოთ ვირუსის გავრცელება. რასაკვირველია, ამის შედეგად, ეკონომიკა დაზიანდება და მას სტიმულირება დასჭირდება და ეს პაკეტი გამზადებულია. არსებობს რამდენიმე სცენარი, მსოფლიოშიც ყველა რამდენიმე სცენარზე მუშაობს, იმის მიხედვით, თუ რა ხანგრძლივობა იქნება ამ ვირუსის და რა მასშტაბი", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მისი თქმით, ამ პერიოდში, პირველ რიგში, საუბარია იმ ადამიანთა სოციალური დაცვის მექანიზმებზე, რომელთაც ყველაზე მეტად დასჭირდება დახმარება.

"საუბარია მათზე, ვისაც უკიდურესად გაუჭირდება, რადგან დროებით ან სამსახური დაკარგა, ან შემოსავლის წყარო შეუმცირდა, ამიტომ, როდესაც ვსაუბრობთ კრიზისულ ბიუჯეტზე, რომელზეც ამჟამად ვმუშაობთ, იგი უნდა გადაეწყოს იმგვარად, რომ შეიქმნას სოციალური დაცვის მექანიზმები და ამავდროულად, ჩაიდოს ეკონომიკის სტიმულირების ღონისძიებები", - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.