როდესაც ამერიკელი მილიარდერი უორენ ბაფეტი საუბრობს, ან რაიმე ახალ ნაბიჯს დგამს, მილიონობით ინვესტორის ყურადღება მისკენაა მიპყრობილი. ფინანსური გურუ, რომელიც "მაკდონალდსის“ ბურგერებს მიირთმევს და ნებრასკაში ცხოვრობს, ძალიან დიდი ხანია ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია პლანეტაზე. ამიტომაც ბუნებრივია მისი მოსაზრებები, თუ როგორ უნდა დავაგროვოთ სიმდიდრე და გავიმყაროთ ფინანსური მდგომარეობა, ყველას აინტერესებს.
ბაფეტის რჩევები და მოსაზრებები კორონავირუსის კრიზისის დროს შემდეგია:
ყოველთვის იყავი მზად ყველაზე ცუდისთვის
მულტიმილიარდერმა მარტში ერთ-ერთი ინტერვიუს დროს აღნიშნა: “ყოველთვის ვგრძნობდი, რომ პანდემია ოდესმე დაიწყებოდა“.
გასულ წელს კი ბაფეტმა განაცხადა, რომ მსოფლიოს „მეგაკატასტროფა“ ელოდა. მან ასევე აღნიშნა, რომ მისი კომპანია Berkshire Hathaway დიდი დანაკარგის რისკის წინაშე დადგებოდა, თუმცა, იქნებოდა მზად რომ არსებობა გაეგრძელებინა.
ამიტომაც ბაფეტი ყველას ურჩევს, ნებისმიერ მოულოდნელობას კომპანია მზად უნდა შეხვდეს.
ნუ დახარჯავთ საკრედიტო ბარათზე ნაშთებს
პანდემიის დროს, მაშინ როდესაც უმუშევრად უამრავი ადამიანი დარჩა, ამერიკაში საკრედიტო ბარათიდან თანხების გატანის მაჩვენებელი გაიზარდა.
“მე რომ რაღაც თანხა მქონოდა აღებული 18%-ად, პირველი რასაც გავაკეთებდი, არის ის რომ სრულად გავისტუმრებდი მას. ვერ გააგრძელებ ცხოვრებაში წინსვლას თანხების სესხებით“, – აღნიშნა ბაფეტმა. მისივე თქმით, ფინანსური კრიზისის დროს, საკრედიტო ბარათების გამოყენება მას ესმის, მაგრამ ეს ზოგადად არ უნდა იქნას გამოყენებული როგორც მარტივი ფული.
ყურადღებით იყავით აქციებთან
კორონავირუსის კრიზისმა მთლიანად ყველა ინდუსტრია ამოაყირავა, მათ შორის რითეილ სფერო, რესტორნების და გასართობი ბიზნესები. თუმცა, ბაფეტი ამბობს, რომ ერთმა კონკრეტულმა ინდუსტრიამ ისეთი ზარალი განიცადა, რასაც მხოლოდ ერთი ინვესტორი ვერ გადაიტანდა.
"ავიაბიზნესი სრულად შეიცვალა. შესაძლოა ვცდები და იმედია ვცდები, მაგრამ მსოფლიო შეიცვალა ავიაკომპანიებისთვის“, – აღნიშნა ბაფეტმა. სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ ბაფეტის კომპანიამ მსხვილ ავიაკომპანიებში აქციები გაყიდა, რომელიც მას წლების წინ ჰქონდა ნაყიდი. რამდენიმე კვირის წინ ერთ-ერთ ინტერვიუში ბაფეტმა აღნიშნა, რომ მან შეცდომა დაუშვა, როდესაც ავიაკომპანიებში აქციები იყიდა.
მიჰყევით გრძელვადიან გეგმას
უორენ ბაფეტი დარწმუნებულია, რომ აშშ-ის ეკონომიკა კორონავირუსის პანდემიამდე არსებულ ნიშნულს დაუბრუნდება.
"ვერაფერი შეაჩერებს ამერიკას. ჩვენ არ გამოგვიცდია მსგავსი არაფერი, რაც ამჟამინდელ პრობლემას ჰგავს, თუმცა, უფრო მწვავე პრობლემები დაგვიძლევია. ამერიკული სასწაული ყოველთვის შენარჩუნდება“, – განაცხადა რამდენიმე კვირის წინ ბაფეტმა.
თუმცა, მან ასევე აღნიშნა, რომ არავინ იცის რა მოხდება მომავალში, ამიტომაც ინვესტორები უნდა მოემზადონ პოტენციური გრძელვადიანი აღდგენის პროცესებისთვის.
ისარგებლეთ დაბალი საპროცენტო განაკვეთებით
ბაფეტი მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი გახდა შესაძლებლობების კაპიტალიზაციით. ის ამ პერიოდშიც ფანტასტიკურ შესაძლებლობებს ხედავს.
"ეს ძალიან კარგი დროა ფულის სესხებისთვის“, – აღნიშნა ბაფეტმა. როგორც მან აქციონერებს უთხრა ქვეყნისთვისაც კარგია, რომ კარგი პერიოდია ფულის სესხებისთვის. მისივე თქმით, ფედერალურმა სარეზერვო სამსახურმა ამერიკაში ძალიან სწორი ნაბიჯი გადადგა, როდესაც შეამცირა საპროცენტო განაკვეთები.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას
რა ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა სიგარეტის წვის დროს?
"1 გრამ შაფრანს საერთაშორისო ბაზარზე 10 დოლარად ვყიდი“ - გორში "წითელ ოქროს“ აწარმოებენ