მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ უნდა ისარგებლონ ტურისტულმა ობიექტებმა დასუფთავების მოსაკრებლის სუბსიდიით? - პროგრამა დაიწყო

61dd97f3640a2
ინგა მურუსიძე
11.01.22 18:36
462
თბილისში, ტურისტული ობიექტების დასუფთავების მოსაკრებლის სუბსიდირებისთვის, დაახლოებით, 1.25 მლნ ლარი დაიხარჯება. ინფორმაცია bm.ge-ს დედაქალაქის მერიიდან მიაწოდეს.

საქმე ეხება თბილისის მერ კახა კალაძის მიერ გასულ წელს დაანონსებულ პროგრამას, რომლის თანახმად, თბილისის მერია ტურისტულ ობიექტების დასუფთავების გადასახადისთვის 1000-ლარიან ერთჯერად ვაუჩერებს გადასცემს.

„დასუფთავების მოსაკრებლის სუბსიდირებისთვის ჯამში 1,25 მლნ ლარამდე არის გამოყოფილი. ის ეხება, დაახლოებით, 1800-მდე ობიექტს, მათგან 450-მდე სასტუმროსა და სასტუმროს ტიპის საცხოვრებელს, ასევე, 1350-მდე რესტორანს, პიცერიას, სასადილოს, კაფესა და ბარს.

მოსაკრებლის სუბსიდირებისთვის ამ ობიექტებს არ სჭირდებათ მერიისთვის ან "თბილსერვის ჯგუფისთვის" მიმართვა. ყველა მათგანს, რომელიც "თბილსერვის ჯგუფს" გატარებული აქვს ამ კონკრეტული ობიექტების კოდით, სუბსიდია აესახებათ აბონენტის ნომრის მიხედვით“, - განგვიმარტეს მერიაში.

შეგახსენებთ: მიმდინარე წლის იანვრიდან იურიდიულ პირებს დასუფთავების მოსაკრებელი გაეზარდათ.