დღეს საქართველოს მთავრობამ განიხილა და დადებითი გადაწყვეტილება მიიღო დადგენილებაზე, რომელიც კომპანიებისთვის საერთაშორისო სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს.
ფინანსთა მინისტრი ვანო მაჭავარიანი ირწმუნება, რომ სტატუსის მიღება რთული არ იქნება. მისი განმარტებით, კომპანია უნდა დარეგისტრირდეს შემოსავლების სამსახურში და მთავრობა მის წინადადებას უახლოეს მომავალში განიხილავს:
რომელი დარგის ბიზნესი მიიღებს საერთაშორისოს სტატუსს?
„როგორც იცით, ჯერ კიდევ ივლისში, კანონით დადგინდა საერთაშორისო საწარმოს ცნება და დღეს ვადგენთ დამატებით, რა საქმიანობებს მოიცავს ეს, ასევე რა შეზღუდვები და შეღავათები აქვს - ეს არის IT სფერო და საზღვაო სერვისები.
IT სფეროს რაც შეეხება, დაწყებული პროგრამული უზრუნველყოფის გამოცემით, ნებისმიერი ციფრული პროდუქტის დამზადება და მთელი რიგი ჩამონათვალია. რაც შეეხება საზღვაო სერვისებს, აქაც დიდი სიაა, მათ შორის გემის გაქირავება ეკიპაჟიანად, ან უეკიპაჟოდ, რეისის დაგეგმვა და ანალიზი, გემის ფიზიკურ მდგომარეობაზე ზედამხედველობა, საკვების პროდუქტებით ან ტექნიკური დეტალებით მომარაგება და ა.შ. ეს არის საქმიანობები, რომლებსაც საქართველოს მთავრობა ამ დადგენილებით დასაშვებად ცნობს“,- განმარტავს ფინანსთა მინისტრი.
რას ითვალისწინებს შეღავათები?
როგორც ივანე მაჭავარიანი ამბობს, საუბარია, რომ ამ სტატუსის მქონე საწარმოებისთვის მოგებისა და საშემოსავლო გადასახადები 15%-ისა და 20%-ის ნაცვლად იქნება 5%.
„არის ხარჯების ნუსხა, რომლითაც კომპანიებს შეუძლიათ შეამცირონ მოგების გადასახადი. ზოგადად, ორი ტიპის ხარჯთან გვაქვს საქმე, ერთი - საქართველოს მოქალაქე რეზიდენტი, დაქირავებული პირისთვის გადასახდელი ხელფასის ხარჯი - ეს სრულად შეუძლიათ გამოიქვითონ და მეორე, საერთაშორისო კომპანიისთვის საპროექტო და საექსპერტო საკონსტრუქციო ხარჯები, ამით კომპანიებს შეუძლიათ მოგების გადასახადი შეამცირონ“.
რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს კომპანია იმისთვის, რომ მიიღოს საერთაშორისო კომპანიის სტატუსი?
„უნდა ჰქონდეს ზემოთ ჩამოთვლილ საქმიანობებში 2-წლიანი გამოცდილება, შეიძლება იყოს არარეზიდენტი საწარმოს წარმომადგენლობა საქართველოში, თუმცა ამ არარეზიდენტს უნდა ჰქონდეს მინიმუმ 2 წლის გამოცდილება“- ამბობს ფინანსთა მინისტრი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
მიმართულებები, რომელსაც ორშაბათიდან ახალი მიკროავტობუსები მოემსახურება
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
Leavingstone-ის კლიენტები Netflix-ი და Siemens-ი გახდნენ - კომპანია ბერლინში ოფისის გახსნას გეგმავს
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?