მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ უნდა მოგვარდეს კვალიფიციური კადრების პრობლემა? - თურქეთ-საქართველოს ბიზნესსაბჭოს ინიციატივა

634a86ddbcb32
ვიქტორია მღებრიშვილი
15.10.22 00:05
971
თურქეთ-საქართველოს ბიზნესსაბჭოს თავმჯდომარის შეფასებით, ინვესტორებს საქართველოში ინვესტირებისას ყველაზე მეტად კვალიფიციური კადრების დეფიციტი აწუხებთ.

გადაცემა „ანალიტიკას“ მთავარ კითხვას - რა სჭირდებათ ინვესტორებს საქართველოში, ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე პასუხობს, რომ კეთილსაიმედო საინვესტიციო გარემო კარგია, თუმცა კვალიფიციური კადრების პრობლემის გამო, ინვესტორები პროექტების განხორციელებას დაგვიანებით იწყებენ. გამოწვევის გადაჭრისთვის კი ბიზნესგაერთიანება მთავრობას ინიციატივით მიმართავს.

„საქართველო კავკასიის რეგიონში საინვესტიციო პოტენციალის კუთხით არის საინტერესოა, თუმცა არის პრობლემები.

პირველ რიგში კვალიფიკაციური კადრების პრობლემა გვიდგას, შეიძლება ადამიანური რესურსის ნაწილში მდგომარეობა ნორმალურია, მაგრამ თითქმის ყველა სფეროში კვალიფიკაციის პრობლემაა.

საქართველოსა და თურქეთს შორის, რამდენიმე კვირის წინ, ხელი მოეწერა დიაგონალური კუმულაციის შეთანხმებას, რაც იმას გულისხმობს, რომ საქართველოში თურქეთიდან შემოვა ნედლეული და მისგან დამზადებული პროდუქცია ექსპორტზე აქედან გავა. ეს შეთანხმება აქამდე ტექსტილის სფეროში მოქმედებდა, ახლა კი სამშენებლო მიმართულებაც დაემატება.

მაგრამ ინვესტორები მეკითხებიან, არის თუ არა ქვეყანაში ადამიანური რესურსი? ამაზე დადებითი პასუხი მაქვს, თუმცა ქვეყანაში კვალიფიციური კადრების დეფიციტია. ამ კუთხით მთავრობას თანამშრომლობისკენ მოვუწოდებთ, რომ სხვადასხვა სფეროსთვის ერთობლივი ძალისხმევით გადავამზადოთ კადრები. იმისთვის რომ ინვესტორმა საქართველოში შემოსვლისას მუშაობა შეუფერხებლად დაიწყოს. მაგალითისთვის, როდესაც ინვესტორები ტექსტილის სფეროში საქართველოში ბიზნესს იწყებენ, 3 თვე მოსამზადებლად სჭირდებათ და მხოლოდ ამის შემდეგ ახერხებენ ბიზნესის ამოქმედებას“, - აცხადებს ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე.